ხერარდო მარტინომ ის 16 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც “კარტახენასთან” ესპანეთს სამეფო თასზე გასამართი დაპირისპირების განაცხადში მოხვდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადი გადახალისებულია.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ მცირე დაზიანების გამო, მატჩს ჩავი ერნანდესი დააკლდებოდა. დღეს გაიარკვა, რომ ხერარდო მარტინო დასვენების საშუალებას ხერარდ პიკესა და სერხიო ბუსკეტსსაც აძლევს.
“კარტახენასთან” მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება:
პინტო, ოიერი, მონტოია, ფაბრეგასი, პუიოლი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო, ს. რობერტო.
შეგახსენებთ, რომ პირველი სათასო დაპირისპირება “ბარსამ” 4:1 მოიგო. განმეორებითი მატჩი ხვალ, 17 დეკემბერს, ბარსელონაში გაიმართება.