“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჩავი ესპარტი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ის ახლა თავისი თანაგუნდელების, ერიკ გარსიასა და ფერან ტორესის გზას მიჰყვება, რომლებმაც ეს ტიტული 2019 წელს მოიგეს.
ჩემპიონის სტატუსით დაბრუნება
ჩავი ესპარტს, რომელსაც გასული სეზონის დასრულების შემდეგ ნაკრების შეკრების დაწყებამდე თითქმის სამკვირიანი დასვენება ჰქონდა, მომავალ ორშაბათს, 13 ივლისს ჰანსი ფლიკი “ბარსელონას” წინასასეზონო შეკრებაზე ელოდება. გასულ სეზონში გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მისი ოფიციალური დებიუტი შედგა და სეზონი პირველი გუნდის დინამიკაში დაასრულა. ესპარტი გუნდს საუკეთესო ფორმაში და მოპოვებული ტიტულით უბრუნდება – შაბათს ესპანეთმა ფინალში გერმანია 2-0 დაამარცხა.
სხვათა შორის, ტურნირის MVP მისი მეგობარი კიმ ჟუნიენტი გახდა – “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილი, რომელიც პირველი ივლისიდან “ალმერიას” საკუთრებაა.
ფილიპ ლამის მსგავსად
უელსში გამართულ ტურნირზე თავისი თამაშით მან გერმანელი მწვრთნელის მოლოდინები გაამართლა. ფლიკმა ის ფილიპ ლამს შეადარა – გერმანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ერთნაირი წარმატებით თამაშობდა როგორც საყრდენის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე.
პაკო გალიარდოს ნაკრებში ჩავი ესპარტი ძირითადი საყრდენი ნახევარმცველი იყო. მას შეტევების წამოწყების თავისუფლება ჰქონდა და შესანიშნავი დარტყმის წყალობით, ორჯერ გოლის გატანაც შეძლო: სადებიუტო მატჩში უელსთან (0-7) და ნახევარფინალში ხორვატიასთან (3-0). გარდა ამისა, ის დაცვაში ინტენსივობით, სოლიდურობითა და ტაქტიკური ინტელექტით გამოირჩეოდა.
ერიკისა და ფერანის კვალდაკვალ
ბოლო ათი წლის განმავლობაში ესპანეთმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო: 2024 წელს დანი როდრიგესთან ერთად (რომელიც ახლახან ზაგრების “დინამოში” გადავიდა), და 2019 წელს, როდესაც გუნდში მაშინდელი “ბარსელონას” ფეხბურთელები – არნაუ ტენასი, ხუან მირანდა, აბელ რუისი, ხანდრო ორელიანა, ალვარო სანსი და ალეხანდრო მარკესი თამაშობდნენ. დღეს “ბარსელონაში” მათგან აღარავინაა, თუმცა ახლა ჩავი ესპარტთან ერთად ჰანსი ფლიკის განკარგულებაში 2019 წლის ფინალის (სადაც პორტუგალია 2-0 დაამარცხეს) ორი სხვა გმირია: ერიკ გარსია, რომელიც მაშინ “მანჩესტერ სიტის” ეკუთვნოდა და დაცვის ლიდერი იყო, და ფერან ტორესი, რომელმაც “ვალენსიას” რიგებში ყოფნისას ფინალში დუბლი შეასრულა. ჩავი ესპარტი სწორედ მათ გზას მიჰყვება.
ის კიმ ჟუნიენი ალმერიასთვის უჩუქნიათ და ეს რა პონტია?
კი, მესმის, რომ ფეხბურთელს დამოუკიოდბელი განვითარების გზა უნდა მისცე, არ უნდა დაახრჩო და კარიერაში გზა უნდა გაულოცო, მაგრამ ასე გაჩუქება? იმედია მომდევნო ტრანსფერებიდან წილს დაიტოვებენ
ხოო ეს ბიჭი მეიმედებააა, საყრდენ ზონაში და იმედია ბუსკეცი თუ არაა მეორე როდრი იქნება…
მარჯვენა მცველია ეს
ოჰოჰო ობობაამ რა ტენაა)) გამოუშვი ატლეტიკო თქვენი არასწორი
ოჰოჰო ობობაამ რა ტენაა)) გამოუშვი ატლეტიკო თქვენი დედისტრაკი