workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთი მუნდიალის ნახევარფინალშია

ესპანეთი მუნდიალის ნახევარფინალშია

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლა გაინაღდა.

მეოთხედფინალში “ფურია როხა” ბელგიას შეხვდა. ევროპულ დაპირისპირებაში ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მეტოქე 2-1 დაამარცხა.

ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში სიურპრიზი გველოდა – პედრი სკამზე. ძირითადში იყვნენ პაუ კუბარსი, დანი ოლმო და ლამინ იამალი. თინეიჯერებმა სრულად ითამაშეს, ოლმო კი 86-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთვნენ ფერან ტორესი და პედრი.

ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება. იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელი (ჟიულ კუნდე) ფრანგების რიგებშიც თამაშობს, ფინალში “ბლაუგრანელის” ხილვა გარანტირებული გვაქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 11 ივლ 2026, 13:01
    #9

    გუშინ ოლმო იყო იმენა პრაიმ ინიესტა!
    რაბიო ვერ გაუქჩავს ესპანეთის ნახევარდაცვას.
    მაინც მგონია რო ესპანეთი გავა,

    • dshvelidze
      dshvelidze ლეგენდა
      schedule 14 ივლ 2026, 13:52
      #11

      მოკლედ ეს ოლმო ნაკრებში თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში და ბარსაშიც ასე უნდა ქნას ამ ჩემისამ. რავიცი ვნახოთ, უნდა გავიდნენ ფინალში.

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 11 ივლ 2026, 10:12
    #5

    Საფრანგეთთან უეჭველი ვუილიამსი უნდა დადგეს ძირითადში რაც არ უნდა ცუდ ფორმაში იყოს ბაენას ყოველთვის აჯობებს. Შემტევებმა თავი თუ არ გამოიჩინეს მარტო მოედნის ცენტრის დაჭერით შედეგს ვერ დადებს ესპანეთი

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 11 ივლ 2026, 11:44
      #8

      რთული თამაში იქნება. იამალს 2 კაცი უდგას სულ და მე3 დაზღვევაზე გადმოდის. ნიკო ამ ტვირთს ცოტა შეუმსუბუქებს.

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 11 ივლ 2026, 08:54
    #2

    ყვერანი პარიზში მიდის პირადი კონტრაქტი შეათანხმაო ალბათ აჩუქებს პსჟ აბა ესენი 50 მილიოს რანაირად აიღებენ ფერანში😅😅😅

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 11 ივლ 2026, 08:59
      #3

      ჰა ჰა მაქსიმუმ 30 გადაიხადოს პსჟ-მ, ესენიც თანახმები იქნებიან 🙄🙄🙄🙄
      ჩვენ ჯინაზე მოიხოდება და გახდება პრაიმ ლევანდოვსკი პსჟ-ში ხო ვიცი 🙄🙄🙄

    • La Pulga10
      La Pulga10 ვეტერანი
      schedule 11 ივლ 2026, 09:40
      #4

      ჩვენი ბედი ხომ იცით. გადავა და გაიჩითება პრაიმ ფენომენო. რაზვალსაც გაისწორებს და გოლებსაც გატენის.

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 11 ივლ 2026, 10:20
        #6

        იმედია ოქროს ბურთს არ აიღებს, სულ რომ არ გაგვხეთქოს გულზე. მე მგონი 30 მილიონს შემოგვთავაზებენ, მეტი არ ღირსო გვეტყვიან.

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 11 ივლ 2026, 11:42
      #7

      მომავალ წელს უმთავრდება კონტრაქტი და 30 ცუდი არ იქნება

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 11 ივლ 2026, 13:57
      #10

      50 მილიონს ვინ მოგვცემს როცა 1 წელი დარჩა კონტრაქტით,აჩუქებენო და უნიათოები არიანო რო ამბობ. ეგ კი არა ვაფშე არ უნდა გაუშვან.მარა 30 თუ აიღეს საკაიფოა…

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 11 ივლ 2026, 02:33
    #1

    შარშან წინ ისეთი ნაკრები იყო, ეგრევე ვთქვი ნიკოც გადმოვა ბარსაში, ეს და იამალი მაგრად აუწყობენ იქაც, აშკარად სი.ობა ქნა რო არ გადმოვიდა რა, მართლა მაგრად აეწყობოდა ჩვენთან მაგის კარიერა. ახლა ტიპი მაგრად რეგრესირებს, ეგ და იამალი იყვნენ ძირითადი ძრავი ორი წლის წინ, რავიცი ახლა ისეთ ფორმაშია ნიკო რა უნდა გააწყოს ფრანგებთან.