workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟიულ კუნდე: დიდ გუნდში გადმოსვლით ძალიან ამაყი ვარ

ჟიულ კუნდე: დიდ გუნდში გადმოსვლით ძალიან ამაყი ვარ

“ბარსელონას” ახალწვეული, ჟიულ კუნდე კლუბის ოფიციალურ არხთან პირველად საუბრობს.

ამ შესაძლებლობისთვის ძალიან ამაყი, მადლობელი და აღფრთოვანებული ვარ – დიდ გუნდში გადმოვედი.

“ბლაუგრანაში” თამაშსა და ახალი თანაგუნდელების გაცნობას მოუთმენლად ველი. ჩემს მაქსიმუმს გავიღებ. 

რა თქმა უნდა, “სევილიაც” შესანიშნავი კლუბია, მაგრამ, ვფიქრობ, “ბარსაში” ტრანსფერი კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც პიროვნულად, ისე საფეხბურთო კუთხით, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

მინდა, ყველა მატჩისა და ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლო – აქ სწორედ ამიტომ ვიმყოფები.

ვინც არ მიცნობს, ვეტყვი, რომ დინამიკური ფეხბურთელი ვარ, რომელსაც ენერგია აქვს და ბურთთან ერთად კარგად თამაში შეუძლია – დაცვა მეხერხება და აგრესიული ვარ.

ჩავი ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც აქ გადმოვბარგდი. მას რამდენჯერმე ვესაუბრე და ჩემი დარწმუნება შეძლო. ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო, გუნდში თავი დავიმკვიდრო და მნიშვნელოვანი როლი მქონდეს.

რა თქმა უნდა, მიზნები დასახული მაქვს, მაგრამ ლიმიტი არ გამაჩნია – საკუთარ თავს ჩარჩოებში არ ვაქცევ და საზღვრებს არ ვუწესებ.

მსურს, გუნდურ ასპექტში პროგრესი განვიცადო და ინდივიდუალურადაც განვვითარდე. “ბარსელონა” დიდი კლუბია, უმაღლესი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, რომლებსაც არაერთი ტიტული მოუგიათ, და მინდა, ბევრი ვისწავლო.

ჩემი აღნიშვნა? ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ კალათბურთიც მიყვარს – ეს ჟესტი “შავ მამბას” (კობი ბრაიანტი) ეძღვნება. 

– ციტირებს ფრანგის სიტყვებს Barça TV.

კუნდეს ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერ ოფიციალურად ცნობილი არაა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ფრანგის სანაცვლოდ €50+€5 მილიონს გადაიხდის და ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა €1 მილიარდი იქნება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჟიული “ბარსას” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა და კლემან ლანგლეს (€35.9) გადაასწრო. იმ 4 უკანახაზელს შორის, რომელშიც კლუბმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა, 3 (დანი ალვესი, კლემან ლანგლე, ჟიულ კუნდე) “სევილიაში” თამაშობდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • me da barca
    schedule 29 ივლ 2022, 19:45
    #13

    ლენგლეში, რომ ამხელა თანხას გადაიხდი, ეს ბართოს შეუძლია მარტო.

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2022, 15:56
    #12

    იმ 4 უკანახაზელს შორის, რომელშიც კლუბმა ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა, 3 (დანი ალვესი, კლემან ლანგლე, ჟიულ კუნდე) "სევილიაში" თამაშობდა.
    ამას რო რამოსიც დავამატოთ გამოვა რო სევილია ყოფილა მცველების სამჭედლო.

  • Kaka
    schedule 29 ივლ 2022, 02:31
    #11

    BARCA-FAN2005,
    serafime,
    კლუბი ფრანგისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმის შედგენას აპირებს, რადგან ის ბოქვენის ტრავმას ახლა იშუშებს. ასე წერია წინა სტატიაში

  • BARCA-FAN2005
    schedule 29 ივლ 2022, 01:21
    #10

    ციტატა: serafime
    ძალიან კარგი შენაძენია გილოცავთ. რისი ოპერაცია გაიკეთა ხომარივით ვინმემ?🤨


    Aman gaiketa operacia rame?

  • serafime
    schedule 29 ივლ 2022, 01:09
    #9

    ძალიან კარგი შენაძენია გილოცავთ. რისი ოპერაცია გაიკეთა ხომარივით ვინმემ?🤨

  • C.PC5
    schedule 29 ივლ 2022, 01:07
    #8

    ძლიიიიიიივს, რამდენი ხანია ყველა კულეს მთავარი მოთხოვნა სატრანსფერო ფანჯრებზე იყო ძლიერი ცენტრალური მცველის მოყვანა და ძლიიიივს. კინდეს ფანი დიდად არ ვარ მაგრამ წარმატებები და იმედია შემაყვარებს თავისი თამაშით გაბუძგულ თავს😂✊

  • MARI=BARCA-fan
    schedule 29 ივლ 2022, 00:50
    #7

    joy მოკლედ ლაპორტას ეშინია ვინმემ ტანჯვით შეძენილი ფეხბურთელი არ ამწაპნოსო და ჩაიციკლა 1 მილიარდიან გამოსასყიდ სტავკაზე joy
    მრავალფეროვნებისთვის ზოგს 5 მილიარდი მაინც ჩაუწერე, ზოგს 7 და ა.შ.
    joy laughing joy

  • EL MAESTRO 6
    schedule 29 ივლ 2022, 00:16
    #6

    მართლაც ძაან მაგარი ტრანსფერია , ახლა რაც მთავარია გასაყრელები გავუშვათ და მერე თუ ვინმეს მოყვანაა საჭირო მოვიყვანოთ მაგარი გუნდი იკვრება და ყოჩაღ ამ გაწეული საქმისთვის

  • nikusha
    schedule 29 ივლ 2022, 00:09
    #5

    გილოცავთ ყველას კუნდეს შეძენას!

  • Kaifarik02
    schedule 29 ივლ 2022, 00:00
    #4

    ხალხს ნერვები რა დღეში აქვთ ასე რო ხედავ ბარსას გაძლიერებულს. წელს ბევრს ჩაედება ხახაში გრძელი რეალიდან დაწყებული🤣🤣🤣🤣

  • ani-messi-goat
    schedule 28 ივლ 2022, 23:58
    #3

    ციტატა: rivaldo80
    დაუჯერებელია ეს ტრანსფერი მართლა საღოლ ლაპორტას. კულიბალი მერჩივნა მე მაგრამ კუნდე ახლა ძალიან ჭირდება გუნდს ორ პოზიციას ფარავს.


    24 წლის კუნდეს 31 წლის კულიბალი რატო გერჩივნა

  • CuleTillIDie
    schedule 28 ივლ 2022, 23:17
    #2

    ახლა ეს მოუშორებელი ხალხი რო გაუშვან იდეალური სატრანსფერო ფანჯარა გვექნება. პიანიჩი ნეტუ მინგესა უნტიტი პუჩი. აბდე იჯარით გაუშვან. მე პირადად დე იონგის წასვლის წინააღმდეგიც არ ვიქნებოდი :დ

  • rivaldo80
    schedule 28 ივლ 2022, 23:15
    #1

    დაუჯერებელია ეს ტრანსფერი მართლა საღოლ ლაპორტას. კულიბალი მერჩივნა მე მაგრამ კუნდე ახლა ძალიან ჭირდება გუნდს ორ პოზიციას ფარავს.