workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონას“ 105-ათასიანი სტადიონი ექნება

„ბარსელონას“ 105-ათასიანი სტადიონი ექნება

“ბარსელონას” სტადიონი მომავალში 105 ათას გულშემატკივარს დაიტევს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია მიუხედავად იმისა, ახალი არენა აშენდება, თუ “კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მომდევნო წლის პირველ ორ კვირაში, კლუბის წევრებს შორის ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გადაწყდება, ახალი არენა უნდა აშენდეს, თუ უკვე არსებულს რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს. ორივე შემთხვევაში, “ბარსას” სტადიონის ტევადობა 105 ათასი იქნება, რაც მას მსოფლიოში მე-3 ყველაზე დიდ სტადიონად აქცევს. ამჟამად, “კამპ ნოუ” მთელს ევროპაში ყველაზე ტევადი არენაა.

გარდა ამისა, გადაწყდა, რომ “ბარსელონას” საშინაო არენა გადახურული იქნება.

შეგახსენებთ, რომ “კამპ ნოუ”, ამჟამად, 99 ათასზე მეტ ადამიანს იტევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward