workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუადრადო: “ბარსელონას” ინტერესი? არაფერი ვიცი”

კუადრადო: “ბარსელონას” ინტერესი? არაფერი ვიცი”

იტალიური “ფიორენტინას” 25 წლის ნახევარმცველმა, “ბარსელონასთან” დაკავშირებით გავრცელებული ჭორები უარყო.

მიმდინარე სეზონში კოლუმბიელი მოთამაშე მშვენიერ ფორმაშია. ყველა ტურნირში ერთად ჩატარებული 16 მატჩიდან, მან ოთხი ბურთის გატანა და ხუთი საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. 

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის თამაშით “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობაა დაინტერესებული.

“ბარსელონას” ინტერესი? ამ კლუბთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ფლორენციაში კი ამაზე ჩემთვის არავის არაფერი უთქამს”, – აცხადებს ხუან კუადრადო.

“ყველა მოთამაშეს პროგრესი და დიდ გუნდში ასპარეზობა სურს. თუმცა, ჩემი აზრით, კარიერას “ფიორენტინაში” გავაგრძელებ, რადგან განვითარება სწორედ აქ მინდა”.

“ჩემი მომავალი? ამჟამად ამაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. საჭირო უამრავი მუშაობა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ უნდა გავიზარდო”, – დაასრულა კოლუმბიელმა გარემარბმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward