workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დონგუს შედეგიანი დებიუტი

დონგუს შედეგიანი დებიუტი

“ბარსა ბ”-ს ახალგაზრდა თავდამსხმელს, ჟან მარი დონგუს პირველ გუნდში ოფიციალური დებიუტი “კარტახენასთან” გამართულ მატჩში ჰქონდა და 18 წლის კამერუნელმა ფეხბურთელმა ამ მოვლენის გოლით აღნიშვნა მოახერხა.

დონგუ მოედანზე 78-ე წუთზე, ალექსის სანჩესის ნაცვლად შევიდა და მან თავი 10 წუთში გამოიჩინა. აფრიკელმა ფეხბურთელმა მას შემდეგ გაიტანა, რაც პედროს დარტყმულს დაამატა.

თამაშის შემდეგ, ფეხბურთელმა მცირე კომენტარი გააკეთა: “როდესაც პირველ გუნდში თამაშის შანსი გეძლევა, შენი ოცნება გოლის გატანაა და პარასკევს გამართულ შეხვედრაში ეს ოცნება ავიხდინე. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ გუნდში გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ამ ეტაპზე ჩემი გუნდი “ბარსა ბ” არის. კარგი თამაში იყო და მოხარული ვარ იმის გამო, რომ მოვიგეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward