დღეს, ბრაზილიაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა, ჯგუფურ ეტაპზე ვინ ვის დაუპირისპირდება. ჩვენს ყურადღებას ის ჯგუფები იქცევს, რომლებშიც “ბარსელონას” ფეხბურთელები ითამაშებენ.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის კანდიდატები დანი ალვესი, ნეიმარი და ადრიანო არიან. ბრაზილია მონაწილეობას გახსნით მატჩში მიიღებს. 12 ივნისს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, სამხრეთ ამერიკელები ხორვატიას უმასპინძლებენ. 16 ივნისს, 23 საათზე, ბრაზილია მექსიკას (ამ გუნდში თამაშის კანდიდატი ჯონათან დოს სანტოსია) დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სკოლარის შეგირდები კამერუნის წინააღმდეგ ითამაშებენ. კამერუნის ნაკრებში მოხვედრის კანდიდატები სონგი, ბანიაკი და დონგუ არიან.
B ჯგუფში ითამაშებს ესპანეთი, რომლის რიგებში მოხვედრის კანდიდატები ვალდესი, პიკე, პუიოლი, ბარტრა, ალბა, ფაბრეგასი, ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა, პედრო, ტელიო და მონტოია არიან. ესპანელები ჯერ აფელაის ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან, შემდეგ ალექსის სანჩესის ჩილეს, ხოლო ბოლოს ავსტრალიას.
ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრები F ჯგუფში მოხვდა. სამხრეთ ამერიკლები ჯერ ბოსნია ჰერცოგოვინას შეხვდებიან, შემდეგ ირანს, ბოლოს კი ნიგერიას.
მსოფლიო ჩემპიონატზე “ბარსელონას” ფეხბურთელების ნაკრებების განრიგი ასეთია:
ბრაზილია
12/06/14, 23:55 – ბრაზილია-ხორვატია
16/06/14, 23:00 – ბრაზილია-მექსიკა
23/06/14, 23:55 – კამერუნი-ბრაზილია
მექსიკა
13/06/14, 20:00 – მექსიკა-კამერუნი
17/06/14, 23:00 – ბრაზილია-მექსიკა
23/06/14, 23:55 – ხორვატია-მექსიკა
კამერუნი
13/06/14, 20:00 – მექსიკა-კამერუნი
18/06/14, 23:00 – კამერუნი-მექსიკა
23/06/14, 23:55 – კამერუნი-ბრაზილია
ესპანეთი
13/06/14, 23:55 – ესპანეთი-ჰოლანდია
19/06/14, 02:00 – ესპანეთი-ჩილე
23/06/14, 21:40 – ავსტრალია-ესპანეთი
ჰოლანდია
13/06/14, 23:55 – ესპანეთი-ჰოლანდია
18/06/14, 20:00 – ავსტრალია-ჰოლანდია
23/06/14, 20:00 – ჰოლანდია-ჩილე
ჩილე
14/06/14, 02:00 – ჩილე-ავსტრალია
19/06/14, 02:00 – ესპანეთი-ჩილე
23/06/14, 20:00 – ჰოლანდია-ჩილე
არგენტინა
16/06/14, 02:00 – არგენტინა-ბოსნია
21/06/14, 20:00 – არგენტინა-ირანი
26/06/14, 20:00, ნიგერია-არგენტინა