“ბარსელონას” განაპირა მცველები დანი ალვესი და ადრიანო კორეია ევროპაში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ.
კატალონიური გუნდის ბრაზილიელი ფეხბურთელების კონკურენტები ჰალკი (“ზენიტი”), დუგლას კოსტა, ლუის ადრიანო (“შახტარი”), მარსელო (“რეალი”), მირანდა, ფელიპე ლუისი (“ატლეტიკო”), დანტე (“ბაიერნი”), დავიდ ლუისი, ოსკარი, რამირესი (‘ჩელსი”), ტიაგუ სილვა და ალექსი (პსჟ) იქნებიან. ნეიმარი ამ სიაში იმის გამო ვერ მოხვდა, რომ მას 2013 წლის დიდი ნაწილი ბრაზილიაში აქვს გატარებული.
“ოქროს სამბა” 2008 წლიდან თამაშდება. მისი ორგანიზატორი ბრაზილიური გამოცემა Sambafoot არის. “ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც წინა 5 გათამაშებაში საპრიზო ადგილზე გასულა, დანი ალვესია. 2011 წელს, ტიაგუ სილვას შემდეგ, მან მე-2 პოზიცია დაიკავა.