workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: „უფრო მეტად ეფექტურობა გვმართებს“

ინიესტა: „უფრო მეტად ეფექტურობა გვმართებს“

“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხერარდო მარტინოს ეთანხმება და აცხადებს, რომ ბილბაოში გამართულ მატჩში, თამაშს კატალონიელები აკონტროლებდნენ, მაგრამ გაშვებულმა გოლმა მათზე უარყოფითად იმოქმედა.

“თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლმა მართლაც დაგვაზარალა. “სან მამესზე” თამაში ყოველთვის რთულია.”

“წაგებას თავისი მიზეზები ყოველთვისმაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღევანდელი შემთხვევა “აიაქსთან” მატჩს უნდა შევადაროთ. დღეს, გარკვეულ პერიოდებში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ უფრო მეტად ეფექტურობა გვმართებს.”

“პირველ ტაიმში კარგად ვმოქმედებდით და ასე ხდებოდა შესვენების შემდეგაც, მაგრამ გაშვებული გოლი გუნდისთვის შოკი გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვეცადეთ, გათანაბრება ვერ მოვახერხეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward