workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი 9, ჟეფრენი 11

ბოიანი 9, ჟეფრენი 11

მას შემდეგ რაც გუნდი დატოვა შვედმა ცენტრფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ბუნებრივია გუნდში ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელის ნომერი “9” განთავისუფლდა. ამ ნომრის მიღებაზე სურვილი გამოთქვა ბოიან კრკიჩმა, რომელიც აქამდე 11 ნომერს ატარებდა. მისი სურვილი დაკმაყოფილებული იქნა. მაშ ასე გუნდში საკადრო ცვლილებებია, ბოიან კრკიჩი 2010/11 წლის სეზონზე “9” ნომერი მაისურით იასპარეზებს. რაც შეეხება 11 ნომერს იგი ხეფრენ სუარესს ერგო, რომელიც “20” ნომრით ასპარეზობდა.

ბოიან კრკიჩმა დიდი გზა გაირა სანამ “9” ნომერს მიიღებდა. იგი თავიდან 27 ნომრით ასპარეზობდა. რამდენიმე წლის შემდეგ 27 ნომერი “11” ნომერზე გაცვალა, ახლა კი მე–9 ნომერს დაესაკუთრა. რაც შეეხება ხეფრენ სუარესს, იგი თავიდან 35 ნომრით ასპარეზობდა, მას შემდეგ რაც დანი ალვესმა თავისი “20”–ი ანი 2 ნომერზე გაცვალა, ხეფრენმა 20 ნომრიანი მაისური აიღო, ხოლო ახალი სეზონიდან 11 –იანს მოირგებს.

გუნდში თავისუფალია 4 და 24 ნომრიანი მაისურები. მარკესის და იაია ტურეს წასვლის შემდეგ. 21 ნომერიც გათავისუფლდა ამ ზაფხულს, მოგეხსენებათ გუნდი ჩიგრინსკიმ დატოვა, მაგრამ მალე ამ ნომერს ადრიანო კორეირა კლარო დაესაკუთრა ,ხოლო ტიტი “ნაცვამ” 14– იანს ახალწვეული ჩავიერ მასკერანო დაესაკუთრა.

დღევანდელი ვითარება გუნდში ასეთია (ანუ ნომრების კლასფიკაცია + “ბარსა ბ”)

1. ვიქტორ ვალდესი

2. დანი ალვესი

3. ხერარდ პიკე

5.კარლეს პუიოლი

6.ჩავი

7. დავიდ ვილია

8.ანდრეს ინიესტა

9.ბოიან კრკიჩი

10.მესი

11. ხეფრენ სუარესი

13. პინტო

14. მასკერანო

15.კეიტა

16. ბუსკეტსი

17. პედრო

18. მილიტო

19.მაქსველი

21. ადრიანო

22. აბიდალი

ბარსა ბ

26ფონტასი

27.ნოლიტო

28.სერხი რობერტო

29.ვიქტორ ვასკესი

30.ტიაგო

31.მინო

32.მარკ ბარტრა

33. სერხი გომესი

34. ჯონათან დოს სანტოსი

35. მუნიესა

36.რივეროლა

37.რომეუ

38. ოიერი

39.როჩინა

წყარო: fcbarcelona.cat

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward