workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” სკაუტები “პორტუს” მოთამაშეს აკვირდებიან

“ბარსას” სკაუტები “პორტუს” მოთამაშეს აკვირდებიან

როგორც ავტორიტეტული გამოცემა A Bola აცხადებს, შეხვედრას, სადაც ერთმანეთს “პორტო” და “ნასიონალი” უპირისპირდებოდნენ, ბევრი ევროპული კლუბის სკაუტები დაესწრნენ.

მათ შორის არიან კატალონიის “ბარსელონა”, ლონდონის “ჩელსი”, “მონაკო”, “ანდერლეხტი”, “მონპელიე”, “უდინეზე”, “სელტა”, “ევერტონი”, “ბორდო” და სხვა.

პრესის თანახმად, “ბლუაგრანას” და “ჩელსის” სკაუტები “პორტუს” არგენტინელი მცველის, ნიკოლას ოტამენდის თამაშს აკვირდებიან. ასევე, ტოპ-კლუბები კოლუმბიელი თავდამსხმელის, ჯექსონ მარტინესის თამაშითაც ინტერესდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward