workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„გრანადასთან“ პიკე და სესკი ითამაშებენ, ჩავი და ტელიო – ვერა

„გრანადასთან“ პიკე და სესკი ითამაშებენ, ჩავი და ტელიო – ვერა

სესკ ფაბრეგასი და ხერარდ პიკე, რომლებსაც ბოლო დროს მცირე ტრავმები აწუხებდათ, სრულად გამოჯანმრთელდნენ და ისინი “გრანადასთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ. ცუდი ისაა, რომ განაცხადს მიღმა დარჩნენ ჩავი ერნანდესი და კრისტიან ტელიო.

იმის გამო, რომ ტატა მარტინოს განკარგულებაში პირველი გუნდის მხოლოდ 16 ფეხბურთელია, არგენტინელმა სპეციალისტმა ახალგაზრდა ადამასა და დონგუს უხმო.

“გრანადასთან” გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება:

პინტო, მონტოია, პიკე, ფაბრეგასი, პუიოლი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ადრიანო, ს. რობერტო, ოიერი, ადამა, დონგუ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward