“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბი, ვიქტორ ვალდესის შემცვლელად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ხოსე რეინას კანდიდატურებს განიხილავს.
“მეკარეს ვეძებთ. “ბარსელონა” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ჩვენი გეგმა ახალი მეკარის ვინაობის იანვარში გახმაურებაა.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ხოსე რეინა ჩვენს სიაში შედიან, მაგრამ კლუბი მხოლოდ ერთ მეკარეს შეიძენს და არა ორს.” – აცხადებს ბართომეუ.
შეგვიძლია ბართომეუს სიტყვებიდან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ “ბარსელონას” მე-2 მეკარე ხოსე მანუელ პინტო კლუბში მომდევნო წელსაც დარჩება, ან მას ამჟამინდელი მე-3 მეკარე ოიერ ოლასაბალი შეცვლის.