workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” როისის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა

“ბარსელონამ” როისის აგენტთან მოლაპარაკებები გამართა

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა გერმანელი ნახევარმცველი, მარკო როისი ძველებურად რჩება “ბარსელონას” ინტერესის სფეროში. ამ დღეებში ესპანური გრანდის სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ მარკო როისის აგენტთან, ფოლკერ შტრუტთან მოლაპარაკებები გამართა. იტყობინება, Esport3.

შეგახსენებთ, რომ როისის კონტრაქტს გერმანულ კლუბთან ვადა, 2017 წელს ეწურება, თუმცა მის კონტრაქტს ახლავს ოფცია, რომელიც 2015 წლიდან ფეხბურთელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვას ითვალისწინებს. აქამდე ფეხბურთელის მიმართ ინტერესებს, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” იჩენდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward