ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტიაგუ სილვა აცხადებს, რომ მას ამის ნება რომ ჰქონდეს, “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ხმას ნეიმარს მისცემდა, მაგრამ 29 წლის ფეხბურთელს სხვა არჩევანის გაკეთება მოუხდა.
“ბრაზილიელისთვის ხმის მიცემა რომ შემეძლოს, პირველ ადგილზე ნეიმარს დავაყენებდი, ხოლო საკუთარ თავს – მეორეზე. თუმცა, ამის უფლება არ მაქვს და არაბრაზილიელი ფეხბურთელი ავირჩიე.” – აცხადებს ტიაგუ სილვა.
როგორც ცნობილია, ტიაგუ სილვამ პირველი ადგილი ლიონელ მესის მიაკუთვნა, მე-2 ადგილზე მან ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააყენა, ხოლო მესამეზე – კრიშტიანუ რონალდუ.