workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„მილანი“ – მესის საყვარელი მეტოქე

„მილანი“ – მესის საყვარელი მეტოქე

მას შემდეგ, რაც ლეო მესიმ “მილანის” კარი 2-ჯერ აიღო, “როსონერი” არგენტინელი ვარსკვლავისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე, საყვარელ მეტოქედ იქცა. “ბარსას” ათიანს იტალიელთა კარში უკვე 8 ბურთი აქვს გატანილი.

ლეო მესის უგოლო სერია, რომელიც სამ მატჩს მოიცავდა, “მილანთან” გამართულ ორ შეხვედრას შორის მოექცა. “სან სიროზე”, არგენტინელმა იტალიელთა კარი ერთხელ აიღო და გუნდს ქულა მოუტანა, ხოლო “კამპ ნოუზე”, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლმა 366-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა და გაიტანა რა 2 გოლი, “ბარსას” მიერ 3 ქულის აღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ერთ ფეხბურთელს რომელიმე კონკრეტული გუნდის კარში 8 გოლი აქამდე გატანილი არ ჰქონდა. სხვა არაერთ მიღწევასთან ერთად, მესი ამ მხრივაც რეკორდსმენია.

65 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებში ჩატარებულ 3 მატჩში მესიმ 6 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად, მას თამაშში საშუალოდ 2 ბურთი გააქვს. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მესის ანგარიშზე უკვე 65 გოლია. საერთო ჩათვალში მე-2 ადგილზე მყოფი ფეხბურთელი რეკორდსმენ რაულს მხოლოდ 6 ბურთით ჩამორჩება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward