კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯონათა დოს სანტოსს ოპერაციას ხვალ გაუკეთებენ.
ფეხბურთელი 23 ოქტომბერს “სიუტატ ესპორტივაზე” დაშავდა. მას შემდეგ ექიმები რეაბილიტაციებით ცდილობდნენ ფეხბურთელის მარჯვენა მუხლის მკურნალობას, მაგრამ ექიმების ძალისხმევამ უშედეგოდ ჩააირა.
აუცილებელი გახდა ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის შემდეგ კი ფეხბურთელი 6 თვეს გამოტოვებს.
თანაგუნდელებმა დოს სანტოსი მაისურებით გაამხნევეს. “ბარსელონას” ფეხბურთელებმა “ესპანიოლის” წინააღმდეგ მატჩის დაწყების წინ მაისურები მოირგეს წარწერით:” მხარდაჭერა ჯონათანს!.”