workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა” – “ესპანიოლი”: საინტერესო ფაქტები

“ბარსელონა” – “ესპანიოლი”: საინტერესო ფაქტები

გუშინ, კატალონიურ დერბიში “ბარსელონამ” ესპანიოლს მინიმალური ანგარიშით სძლია. ერთადერთი გოლი კი ალექსის სანჩესმა გაიტანა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ რამდენიმე საინტერესო ფაქტს.

  • გუშინდელი მატჩი პარასკევს გამართული მეექვსე შეხვედრა იყო. პარასკევს კატალონიელებმა პირველად 1968 წელს, უკანასკნელად კი 2006 წელს ითამაშეს.
  • “ესპანიოლი” გახლავთ მეათე გუნდი, რომელმაც “ბარსელონას” კარში გოლის გატანა ვერ შეძლო. “ატლეტიკო” (სუპერ თასის განმეორებითი შეხვედრა), “აიაქსი”, “სელტიკი”, “ლევანტე”, “მალაგა”, “რაიო”, “ალმერია”, “ოსასუნა”, “სელტა” – ეს არის ჩამონათვალი გუნდებისა, რომელთანაც ვალდესმა კარი მშრალად შეინახა.
  • უკვე მეხუთე წელია “ესპანიოლი” “კამპ ნოუზე” გოლს ვერ იტანს. 
  • “ბარსამ” “კამპ ნოუზე” ჩატარებულ ზედიზედ 21-ე შეხვერდაში სძლია მეტოქეს (ლა ლიგა).
  • გუშინდელი შეხვედრა მასკერანოსთვის “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებული 150-ე მატჩი გამოდგა.
  • დერბის ყველაზე აქტიური ფეხბურთელი ესპანელი ჩავი ერნანდესი იყო. მან 125 გადაცემა გააკეთა.
  • მიმდინარე სეზონზე მონტოიამ სასტრატო შემადგენლობაში მესამედ ითამაშა და პირველად მოირგო მარცხენა მცველის პოზიცია. დანარჩენ ორ შემთხვევაში ის დანი ალვესის პოზიციაზე ასპარეზობდა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward