“ესპანიოლთან” გასამართი კატალონიური დერბის წინ, ხერარდო მარტინომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ის პროგრესს კვლავ ელის, მაგრამ გუნდის ამჟამინდელი მოზმადებითაც კმაყოფილია.
ხერარდო მარტინოს გუნდს, ლა ლიგის 11 თამაშში 10 მოგება და 1 ფრე აქვს, რაც, რა თქმა უნდა, მას კმაყოფილების საბაბს აძლევს: “ვიცი, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია, მაგრამ ვუყურებ რა 3 თვეში დაფიქსირებულ შედეგს, მომავალს მხოლოდ ომტიმისტურად ვუყურებ.”
“იმედი მაქვს, საუკეთესო ფორმაში მალე შევალთ, მაგრამ გასულ წლებთან მუდმივად შედარება არ შეიძლება. როგორც მწვრთნელს, მინდა, გუნდი იმ დონემდე მივიყვანო, როგორც ეს 2 წლის წინ იყო. ეს გუნდი სპორტის ისტორიაში საუკეთესო იყო.”
“საწყის ეტაპზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ ამჟამად, თანმიმდევრულნი ვართ. თუმცა, თამაშის კონტროლის მხრივ პროგრესი კვლავ შესაძლებელია.”
ტატა მარტინომ ლიონელ მესიზე და იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ არგენტინელს გოლი უკვე 3 თამაშია არ გაუტანია: “ლეო მენტალურად ძალიან ძლიერია. მასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერია. ერთადერთი რამ, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, არის ის, რომ მესი მატჩს მზადყოფნაში შეხვდეს. მესიმ მიგვაჩვია, რომ მას თამაშში 3 გოლი გააქვს და როდესაც ეს არ ხდება, ვფიქრობთ, რომ რაღაც ცუდადაა. მას შეუძლია არ გაიტანოს და მაინც კარგად ითამაშოს. სწორედ ასე მოხდა ვიგოში.”