ცნობილი გახდა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. მათ შორის “ბარსელონას” 4 მოთამაშეა.
როგორც მოსალოდნელი იყო, 23-კაციან სიაში ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი “ბაიერნს” ჰყავს. მე-2 ადგილზეა “ბარსელონა” 4 ფეხბურთელით, შემდეგ მოდიან პსჟ (3) და “რეალი” (2).
“ოქროს ბურთის” მაძიებელთა სრული სია ასე გამოიყურება:
გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”/”რეალი”, უელსი), ედინსონ კავანი (“ნაპოლი”/პსჟ, უგურვაი), რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”/”მონაკო”, კოლუმბია), ედენ აზარი (“ჩელსი”, ბელგია), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი), ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”, გერმანია), რობერტ ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”, პოლონეთი), ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა), ტომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია), ნეიმარი (“სანტოსი”/”ბარსელონა”, ბრაზილია), მესუთ იოზილი (“რეალი”/”არსენალი”, გერმანია), ანდრეა პირლო (“იუვენტუსი”, იტალია), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”, საფრანგეთი), არიენ რობენი (“ბაიერნი”, ჰოლანდია), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”, გერმანია), ლუის სუარესი (“ლივერპული”, ურუგვაი), ტიაგუ სილვა (პსჟ, ბრაზილია), იაია ტურე (“სიტი”, კოტ დ’ივუარი), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერი”, ჰოლანდია), ჩავი (“ბარსელონა”, ესპანეთი).
ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან FIFA-ს წევრი ქვეყნების საფეხბურთ ნაკრებების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე თითო ქვეყნიდან თითო სპორტული გამოცემა თავის ფავორიტს გამოავლენენ. დეკემბრის დასაწყისში, FIFA და France Football-ი საუკეთესო სამეულს დაასახელებენ, ხოლო გამარჯვებული ცნობილი 2014 წლის 13 იანვარს გახდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ბოლო ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია, ხოლო 2006 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, რომ “ბარსას” სამეულში მინიმუმ ერთი წარმომადგენელი არ ჰყავდეს.