workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავისა და სანჩესს ნაკრებებისთვის გააქვთ

ჩავისა და სანჩესს ნაკრებებისთვის გააქვთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ბარსელონას” ფეხბურთელებს წარმატებული სანაკრებო მატჩები ჰქონდათ. ორმა მათგანმა, ჩავი ერნანდესმა და ალექსის სანჩესმა, გოლების გატანაც მოახერხეს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელის შემთხვევაში, ეს მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი.

ბელარუსთან საშინაო შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში, ვიქტორ ვალდესმა, ხერარდ პიკემ, სერხიო ბუსკეტსმა, ჩავი ერნანდესმა, სესკ ფაბრეგასმა და პედრო როდრიგესმა ითამაშეს. ფაბრეგასი 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დანარჩენმა ფეხბურთელებმა მოედანზე 90 წუთი დაჰყვეს. 46-ე წუთზე, თამაშში ანდრეს ინიესტაც ჩაერთო.

შეხვედრაში ანგარიში ჩავი ერნანდესმა გახსნა. 61-ე წუთზე, მან თავი ძლიერი დარტყმით გამოიჩინა. თამაში ესპანეთმა 2:1 მოიგო.

სამხრეთ ამერიკის ზონაში, არტურო ვიდალის ზუსტი თერთმეტმეტრიანისა და ალექსის სანჩესის დუბლის წყალობით, ჩილეს ნაკრები კოლუმბიაში 3:0 იგებდა, მაგრამ თამაში 3:3 დასრულდა. შედეგად, ჩილეს მუნდიალზე მოხვედრის საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა. თუმცა, სანჩესის გუნდი, ისევე, როგორც ესპანეთი, ბრაზილიაში გამგზავრებასთან ძალიან ახლოსაა.

 

ესპანეთი-ბელარუსი

 

კოლუმბია-ჩილე

[media=http://www.youtube.com/watch?v=p5LXdKIAokg]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward