არგენტინული “რივერ პლეიტი” მზად არის უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე, კლუბის 20 წლის მცველი, ედერ ბალანტა გაყიდოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არგენტინული კლუბი ამჟამად რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია და კლუბმა ფეხბურთელის უფლებების 30% უკვე გაყიდა. უფლებები კი ინვესტიციურმა ჯგუფმა, 2 მილიონ ევროდ შეიძინა.
ამ მომენტისათვის, “რივერ პლეიტი” ფეხბურთელზე უფლებების 50% ფლობს, ხოლო 20% თავად მოთამაშის ოჯახს ეკუთვნის. აქვე გეტყვით, რომ 20 წლის ბალანტას მიმართ ინტერესს უკვე იჩენს, “ბარსელონა”.