ამ 14 ფეხბურთელიდან 7 ესპანეთის ნაკრების 30 კაციან განაცხადშია შესული. მუნდიალზე აუცილებლად იქნება:ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, პიკე და პუიოლი, ხოლო ვიქტორ ვალდესის და პედრო როდრიგესის ბედი გაურკვეველია. მექსიკისა და საფრანგეთის ნაკრებებში “ბარსას” ორ–ორი ფეხბურთელი ითამაშებს. დომენეკმა განაცხადში ანრი და აბიდალი შეიყვანა, ხოლო ჩავიერ აგირემ მარკესსა და ჯონათან დოს სანტოსს უხმო. კატალონიელთა ლიდერი ლეო მესი აფრიკაში არგენტინის ნაკრების ღირსებას დაიცავს, ხოლო იაია ტურე კოდ დიუარის. ასევე “ბარსელონას” ბრაზილიის ნაკრებშიც ჰყავს ფეხბურთელი. ეს არის დანი ალვესი, რომელიც დუნგამ შეიყვანა სამუნდიალო განაცხადში. დუნგამ განაცხადა, რომ ალვეში ყველაფერისთვის მზადაა და ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
წყარო:sport.es