გუნდმა დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” მორიგი სავარჯიშო სესია გამართა. ხერარდო მარტინომ პირველი გუნდის ცხრა ფეხბურთელი ავარჯიშა (პინტო, მონტოია, პუიოლი, დოს სანტოსი, ბარტრა, ტელიო, ოიერი და ადრიანო). სავარჯიშო სესიაში გარკვეული დროის განმავლობაში მონაწილეობა ისააკ კუენკამაც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კატალონიელმა ფეხბურთელმა ოპერაცია 7 ივნისს გაიკეთა.
რაც შეეხებათ ტრავმირებულ ფეხბურთელებს – ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა და ლეო მესი კვლავ გუნდის დანარჩენი წევრებისგან განცალკევებით განაგრძობენ ვარჯიშს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=PkUFVbni2Hc]