ოფიციალურად: სეზონის პირველი ამხანაგური მატჩის დეტალები ცნობილია

ოფიციალურად: სეზონის პირველი ამხანაგური მატჩის დეტალები ცნობილია

“ბარსელონამ” 2026/27 წლების სეზონის პირველი წინასასეზონო ამხანაგური მატჩი ოფიციალურად დაადასტურა. ჰანსი ფლიკის გუნდი მომავალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში ისტორიულ კლუბს, “ბირმინგემ სიტის” დაუპირისპირდება. მატჩი პარასკევს, 31 ივლისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შეხვედრას “სენტ-ენდრიუს ნაითჰედ პარკი” უმასპინძლებს – სტადიონი, რომელიც 1906 წელს გაიხსნა, 29 409 მაყურებელს იტევს და ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და გამორჩეულ არენად ითვლება.

ინგლისური შეკრება და მეტოქე

ეს დაპირისპირება “ბარსელონასთვის” საწვრთნელი შეკრების ფარგლებში პირველი გამოცდა იქნება. პირველი გუნდი 27 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ბაზირებული იქნება “სენტ-ჯორჯს პარკზე”, სადაც წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს გაივლის.

რაც შეეხება მეტოქეს, “ბირმინგემ სიტი” ამჟამად ინგლისური ფეხბურთის რანგით მეორე დივიზიონში – ჩემპიონშიფში ასპარეზობს, სადაც გასულ სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა.

ისტორიული დაპირისპირება 60-წლიანი პაუზის შემდეგ

“ბარსელონა” და “ბირმინგემ სიტი” წარსულში ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ბაზრობათა თასზე (დღევანდელი ევროპა ლიგის წინამორბედი). პირველი შეხვედრები 1957/58 წლების სეზონის ნახევარფინალში შედგა, სადაც კატალონიელებმა ინგლისური ბარიერი მხოლოდ მას შემდეგ დაძლიეს, რაც ბაზელში დამატებითი პლეი ოფის მატჩი გაიმართა. ორი წლის შემდეგ, გუნდები უკვე 1959/60 წლების ბაზრობათა თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც “ბლაუგრანამ” ორი მატჩის ჯამში 4:1 გაიმარჯვა და ტიტულს დაეუფლა.

საერთო ჯამში, ისტორიული სტატისტიკა კატალონიელთა სასარგებლოდაა: 5 შეხვედრიდან 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი. 31 ივლისს “სენტ-ენდრიუს ნაითჰედ პარკზე” გასამართი მატჩი კი ამ ორ კლუბს შორის ექვს ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ პირველი დაპირისპირება იქნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 16:45

    ეგ გუნდი კიდევ არსებობს?

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 20 ივნ 2026, 00:13

      ვაი ეგეთ არსებობას, სადღაც პრემიერლიგის მიღმა.