workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი განაცხადს დაუბრუნდა, ფაბრეგასი ისვენებს

ბუსკეტსი განაცხადს დაუბრუნდა, ფაბრეგასი ისვენებს

ტატა მარტინო გუნდის წამყვანი ფეხბურთელების დასვენებას განაგრძობს. ამჯერად, განაცხადს მიღმა სესკ ფაბრეგასი დარჩა. კარგი ამაბვი ისაა, რომ გუნდს დაუბრუნდა სერხიო ბუსკეტსი.

როგორც ჩანს, ტატა მარტინოს მუშაიბის სტილი ასეთია: ის გუნდს ვარჯიშებისგან იშვიათად ასვენებს, სამაგიეროდ, წამყვან ფეხბურთელებს, პერიოდულად, თამაშისგან დასვენების საშუალებას აძლევს. მუშაობის ამ პრინციპის გამო, “რაიოსთან” მატჩი სერხიო ბუსკეტსმა გამოტოვა, ხოლო “სოსიედადთან” სესკ ფაბრეგასი არ ითამაშებს.

კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა კარლეს პუიოლი, რომლის დაბრუნებას საშველი არა და არ დაადგა. არადა, კაპიტანი უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

“სოსიედადთან” მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, მონტოია, პიკე, მასკერანო, ბარტრა, ადრიანო, ალვესი, ბუსკეტსი, სონგი, ჩავი, ინიესტა, დოს სანტოსი, სერხი რობერტო, პედრო, სანჩესი, ნეიმარი, ტელიო, მესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward