workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რაიო” –”ბარსელონა”: საინტერესო ფაქტები

“რაიო” –”ბარსელონა”: საინტერესო ფაქტები

გუშინ “რაიომ” “ბარსელონას” უმასპინძლა და 4–0 დამარცხდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გუშინდელი დაპირისპირებიდან:

  • უკანასკნელი 5 შემთხვევა, როდესაც “ბარსელონამ” ლა ლიგის ხუთივე მატჩი მოიგო შემდეგ წლებში დაფიქსირდა: 1985, 1991, 1998, 2010 და 2013. “ბარსელონამ” ზემოთ ჩამოთვლილ ყველა წელს ლა ლიგის თასი აღმართა.
  • მონტოიამ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. ფებურთელბი, რომელთაც მიმდინარე სეზონზე ჯერ არ უთამაშიათ არიან: პუიოლი, პინტო, კუენკა, აფელაი და ოიერი.
  • მესიმ ლა ლიგის 250–ე მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელი ასევე გაუთანაბრდა გვარდიოლას. ორივე მათგანს “ბლაუგრანას” მასურით ჯამში 386 მატჩი აქვს ჩატარებული. ისინი ამ მაჩვენებლით მეამეტე ადგილს იყოფენ.
  • მესი არის ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგაში 250 და მეტი აქვს ნათამაშები.
  • ფაბრეგასი გახდა მეცხრე ფებურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონზე “ბარსას” მაისურით გოლი გაიტანა.
  • ფაბრეგასი საგოლე გადაცემებშიც ლიდერია. მის ანგარიშზე 5 შედეგიანი ასისტია.
  • ოთხ შეხვედრაში ნეიმარმა 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 
  • ვიქტორ ვალდესმა საფეხბურთო კარიერაში მეთერთმეტე პენალტი მოიგერია. 10 ბურთი მან ლა ლიგის გუნდებს აუღო, ხოლო ერთი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდს. 
  • “ბარსას” მეკარეს ლა ლიგაზე იმდენივე თერთმეტმეტრიანი დარტყმა აქვს მოგერიებული, რამდენიც დიეგო ალვესს, კასილასს და ლეო ფრანკოს. ერთადერთი მოქმედი მეკარე, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილ მეკარეებზე მეტი ბურთი აქვს მოგერიებული პალოპია (12).
  • მიმდინარე სეზონზე ვადლესმა “რაიოსა” და “აიაქსის” ფეხბურთელების მიერ დარტყმული პენალტი აიღო. მეკარეს მხოლოდ ერთი სეივი სჭირდება იმისთვის, რომ 2006/07 წლების სეზონის მაჩვენებელი გაიმეოროს (“დეპორტივო”, “რასინგი”, “სევილია”). 
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward