workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გულშემატკივრები ცვლილებების მომხრენი არიან

გულშემატკივრები ცვლილებების მომხრენი არიან

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, ქომაგთა რა რაოდენობას სურს “ბარსელონას” თამაშის სტილში ცვლილებების შეტანა. როგორც გაირკვა, გამოკითხულთა 72.5% ცვლილებების მომხრეა.

ცოტა ხნის წინ, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ შესაძლოა დადგეს დრო და “ბარსელონამ” კონტრშეტევებზე ითამაშოს. ამას მოჰყვა დანი ალვესის კომენტარი. ბრაზილიელის თქმით, გუნდი ამუშავებს სათადარიგო გეგმას იმ გუნდებთან თამაშისთვის, რომლებიც საკუთარ საჯარიმოში არიან გამოკეტილნი. მართალია, ხერარდო მარტინო ირწმუნება, რომ “ბარსას” ფილოსოფია არ შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეულ ცვლილებებს ადგილი ექნება.

როგორც ირკვევა, გულშემატკივრები ამ ცვლილებებს მიესალმებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward