“ბარსელონასა” და “აიაქსის” პირველ გუნდებს შორის გასამართი მატჩის წინა დღეს, კატალონიური და ამსტერდამული კლუბები ერთმანეთს ახალგაზრდულ დონეზე დაუპირისპირდნენ. უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველ ტურში, “ბარსას” ჟუვენილ ა-მ ამსტერდამელი თანატოლები 4:1 გაანადგურა.
ანგარიში, მე-19 წუთზე, სტუმრებმა გახსნეს. “ბარსელონას კარი აკოლაცემ აიღო. ხორდი ვინიალსის შეგირდებმა გამათანაბრებელი გოლი 45-ე წუთზე, კინტილიას ზუსტი დარტყმით გაიტანეს. მე-2 ნახევარში, კატალონიელებმა ჰოლანდიელების კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს. 53-ე და 73-ე წუთებზე თავი მუნირმა გამოიჩინა, ხოლო 84-ე წუთზე გოლი ებველემ გაიტანა.
“ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: ონდოა, გოდსუელი, კინტილია, ორტეგა, ენგუენი, მუნირი, უერტასი, ხუანმა, კამპინსი, ადამა, სანაბრია.
აქვე გთავაზობთ შეხვედრის სრულ ჩანაწერს:
[media=http://www.youtube.com/watch?v=fKFjfqi2YPM]