Mundo Deportivo-ს ჟურნალისტების, ფერნანდო პოლოსა და ფერან მარტინესის ინფორმაციით, ბერნარდუ სილვასა და მარკ კასადოს მომავალი შესაძლოა ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული. გთავაზობთ ფეხბურთელების ირგვლივ განვითარებული მოვლენების დეტალებს.
“ბარსელონას” გეგმები და ჰანსი ფლიკის დასტური
მიუხედავად იმისა, რომ ბერნარდუ სილვამ ნათლად გამოხატა “ბარსელონაში” გადმოსვლის სურვილი, გარიგების დასასრულებლად რამდენიმე პირობა უნდა შესრულდეს. პირველ რიგში, საჭიროა ჰანსი ფლიკის საბოლოო დასტური, რადგან გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვაში მოთამაშეების გადაჭარბებული რაოდენობაა.
თუმცა, პორტუგალიელის უნივერსალურობა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუ რუნი ბარჯი გუნდს დატოვებს და “ბარსელონა” მარკუს რაშფორდს არ დაიმატებს, სილვამ შესაძლოა მარჯვენა ფლანგზე ლამინ იამალის რეზერვისტის პოზიციაც დაიკავოს.
მსოფლიო ჩემპიონატი და “ატლეტიკოს” ფაქტორი
ბერნარდუს სურს, რომ ახალ კლუბთან კონტრაქტს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მოაწეროს ხელი, რადგან ტურნირზე უკლუბოდ თამაში ტრავმის მიღების შემთხვევაში დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. მთავარი კითხვაა, დაემთხვევა თუ არა მისი გრაფიკი “ბარსელონას” გეგმებს, რადგან კატალონიური კლუბი მოვლენების დაჩქარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
მეორე მხრივ, მადრიდის “ატლეტიკო” ფეხბურთელს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობს, რაც საინტერესო სიტუაციას ქმნის და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.
ჟორჟე მენდეში და მარკ კასადოს ვარიანტები
ბერნარდუს აგენტი, ჟორჟე მენდეში მარკ კასადოს ინტერესებსაც იცავს, რომელსაც ამჟამად სხვა კლუბებისგანაც აქვს შემოთავაზებები. მენდეში ცოტა ხნის წინ მონაკოში იმყოფებოდა, რათა ფილიპე ლუისის “მონაკოს” ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის დეტალები მოეგვარებინა. სწორედ ამ ვიზიტისა და შეხვედრების დროს, მან კლუბს მარკ კასადოს ვარიანტი შესთავაზა. შესაბამისად, “მონაკო” ესპანელი ნახევარმცველისთვის ახლა უკვე ერთ-ერთ რეალურ ალტერნატივად იქცა.
ამ ყველაფერმა შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს, თუმცა ნებისმიერი მოქმედების დაწყებამდე, აუცილებელია, რომ ჰანსი ფლიკმა ნახევარდაცვის ხაზთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.
ამ დონის მოთამაშე მით უმეტეს უფასოდ? რას ლაპარაკობთ ისიც უთქვავს თუ საჭიროა ხელფასსაც დავიკლებო და მეტი რა გვინდა, აგერ რეალი ეჩალიჩება და ჰალას ადმინმა ისიც დაწერა ბარსას რეალისთვის სილვას წართნმევა უნდა და რეალში არჩევნებთან დაკავშირებული აურზაურის გამოყენებას ცდილობსო.
სილვა ჩვენ ნაევარდაცვას დახატავდა ეს კაცი არაა ჯერ ჩამოსაწერი ჯერ ეს ერთი და მეორე რამხელა ავტორიტეტი და სიღრმეა კლუბის შემადგენლობისთვის
მოსაყვანია უეჭველი და პედრისა და იამალის დასასვენებლად გამოიყენებს;
რო რამე ლამინანტის ცენტრიში შემოწევაც შეიძლება 60 წუთიდან და სილვა მის მაგივრად ფლანგზე;
ბუზღუნის მაგივრად გოლებს გაიტანს ბავშვი და ცოტა ეგოს მოიფხანს
მოსაყვანია
შემადგენლობის სიღრმისთვის და როტაციისთვის უკეთესი ვარიანტი არ არსებობს ცენტრში პედრის /იამალს და რაფინიას დასვენება და თამაშის დროს დროულად ჩანაცვლება სჭირდებათ ფაქტია ! მხოლოდ ვინგზე და პედრის შემცვლელად კი არა ოლმოს და დე იონგს ორივეს ჩაისვავს ჯიბეში დაცვით უნარებში ! გვარდიოლა გიჟი ნამდვილად არ არის ამდენი ხანი რომ გუნდში ერთ ერთ მნიშვნელოვან ფიგურად მიაჩნდა ცოტა დაგვიანებული კი მგონია მაგრამ სკამიდან უკეთესი ვარიანტი არ არსებობს ხელფასს რაც შეეხება ჯერ თქვეს 8 -აო და შემდეგ 4-ზეც თანახმააო იწერებოდა რამდენად სიმართლეა თავს ვერ დავდებ
კასადო კაპიკებს იღებს და ეგეც გასათვალისწინებელია, ასევე კასადო სულით კულეა და მაქსიმუმ იმიტომ თუ წავა რომ სათამაშო დრო მიიღოს, ნუ გააჩნია მის სურვილს, მაგრამ არამგონია რომ გაყიდონ, უფრო იჯარა იქნება წესით და მე პირადად მივესალმები.
სილვა 2 წლით მოვა სავარაუდოდ და კასადოსაც მაქამდე დრო ექნება რომ რაც დასამტკიცებელია დაამტკიცოს.. და დარწმუნებული ვარ რომ 1-2 სეზონში დაიბრუნებენ, ისე როგორც გარსია დავაბრუნეთ.. არაა ცუდი ბიჭი, უბრალოდ როცა ფეხბურთელი ვერ თამაშობს, ამით მენტალურად ნადგურდება და ფორმიდანაც ვარდება.. კასადოსაც თუ დავაკვირდებით წინა წელს დეიონგი რომ დაბრუნდა და უნამუსოდ სკამზე რომ გადასვეს მაგის მერე ვეღარ მოიხოდა, რადგან 100 წელში ერთხელ ათამაშებდნენ და ეგრე არ მუშაობს არაფერი ზოგადად.
ფლიკსაც არ ვაფასებ იმ ამბავში რომ ლამასიელებზე კარგად არ ზრუნავს და შესაბამის დროს არ აძლევს, ძალიან აჭერს ხოლმე კონკრეტულ ფეხბურთელებს და იქამდე წურავს სანამ არ დაემტვრევა ხოლმე და როცა ეგ მომენტი დგება და სკამზე გახმობილ ფეხბურთელს თხოვ რომ იგივე დონე დადოს, ხო უნდა გითხრას კაცმა რომ შ*გ გაქვს?!
შესაბამისად მე მართლა მჯერა რომ კასადო მოიხოდება და მაგრად დაბრუნდება თუკი პირდაპირ არ გაყიდეს, პროსტა არამგონია რომ თავად დათანხმდეს გაყიდვას, რადგან კულეა.
ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება თუკი კასადოს გააიჯარებენ 1-2 სეზონით და მაქამდე სილვას მოიყვანენ, რომელიც პედრისა და იამალის პოზიციებს ამოავსებს, უბრალოდ დიდი ხელფასიც არ უნდა დაუნიშნონ და როგორც ვიცი საგრძნობლად იმცირებს იმისათვის რომ აქ მოვიდეს.
სისულელეს იზავენ თუ სილვას არ დაიმატებენ, პედრის და ლამინის პირდაპირი შემცვლელი იქნება. რა ბარჯი ტო არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა
ეე ატრაკებთ ახლა. ბერნარდო არ დაკარგოთ😕დიდ სისულელეს იზავთ