workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ენტონი გორდონთან პირად კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მიაღწია

ბარსელონამ ენტონი გორდონთან პირად კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მიაღწია

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ენტონი გორდონთან პირად კონტრაქტზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. ინგლისელმა შემტევმა კატალონიურ კლუბში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

ამჟამად “ბარსელონა” პირდაპირ და ოფიციალურ მოლაპარაკებებს მართავს “ნიუკასლთან”, რათა კლუბებს შორის გარიგება ოფიციალურად დაიხუროს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება.

კატალონიელებს სურთ, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაასრულონ, რათა დაასწრონ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებსა და მიუნხენის “ბაიერნს”, რომლებიც ფეხბურთელის გადასაბირებლად კულისებში ჯერ კიდევ აქტიურობენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (57)

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 22:05
    #34

    ალვარესი დაივიწყეთ, ატლეტიკო 150 მილიონს მოითხოვს და მაინც არ გამოუშვებს. თავის თავს დააბრალოს, აბა რა ეგონა ატლეტიკოში რომ მიდიოდა ტიტულების მოსაგებად. ფლიკს ჯერ ფული არ დაიხარჯავს და ვინც უნდა მოიყვანოს, ეკუთვნის მაგ კაცს თავის გემოზე ერთი სატრანსფერო ფანჯრის გატარება მგონი🙂

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 21:57
    #33

    ბიჭო როგორ შეიძლება იმსჯელო ფეხბურთელზე ვისი თამაშებიც არ გინახავს 🙄😂😂 ყველა გრანდს უნდოდა ეგ ბიჭი დეკოა მარტო დებილი? ბოლოს ისედაც იყო ბაზარი რომ ფლიკი ბოლომდე ჩაერთვება ტრანსფერებში ეს მისი მოყვანილი იქნება ლაპოს სხვა კალიბრის იგროკები ევასება.ძალიან ნიჭიერია უბრალოდ 80 მართლა ბევრია.

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 21:54
    #31

    ასე მალე არ მინახავს ტრანსფერი დახურულიყოს გუშინ არაფერი ვიცოდით და დღეს უკვე გაოფიციალურდა.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 21:43
    #26

    ეჰ როგორ მახსოვს წინა წელს ესე ლუის დიასზე რომ იწერებოდა დეკუს უნდაო და ხალხი ზუსტად ასე ათახსირებდა კომენტარებში..
    მერე წავიდა ბაიერნში და რა ფეხბურთელი დადგა..
    შემდეგ კი ყველა ნატრობდა ნეტა მოგვეყვანაო..

    დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რომ გორდონს მალე დაუკოცნით ფეხებს.
    მაგ ბიჭს აქვს ის რაც ბარსას შეეფრება და დარწმუნებულები იყავით რომ ფლიკი სასწაულად გამოიყენებს.

    ჩემი აზრით ამათი ლოგიკა იმაში მდგომარეობს რომ უნდათ იგივე რაღაც გაიმეორონ რაც პსჟ-მ გააკეთა კვარას დამატებით.
    ესენიც ადგნენ და სავარაუდოდ იფიქრეს რომ სწორედ ეგეთი workrate-ისა და პოტენციალის მქონე ვინგერი ჭირდებოდათ შეტევის შესავსებად.
    არც ის დაგავიწყდეთ რომ უკვე მეორე სეზონია ამ მარცხენა ვინგზე სერიოზული ტიპის მოყვანაზე ჩალიჩობენ და ესე იგი რაღაცა აშკარად აქვთ გეგმაში..

    • Ronal10Dinho
      Ronal10Dinho გულშემატკივარი
      schedule 27 მაი 2026, 21:47
      #29

      luiz diaz დაფრინავს ბავარიაში.დღემდე ვერ ვხვდები 80 როგორ დაინანეს. გორდონის მეც მჯერა

      • ALBATROSS
        ALBATROSS ახალბედა
        schedule 27 მაი 2026, 22:32
        #41

        მაგაზე კარგად მახსოვს ბებერია რაღადროს ლუის დიასიაო აქაური გენიოსები წერდნენ 80% მაინც😃😃 რაღამც 29 წლის იყო მოჭმული ჰქონდა თავისი თუ რაზე აითვალწუნეს ვერ გამიგია… ან კიდე გორდონში 70 80 მილიონი ძაან ბევრიაო სასაცილოა რაა დღეს მცველი ღირს მაგდენი და მეკარები 60 მილიონები (ჟოანი 25 ში მაგარი ახეულია გამოსასყიდი რომ ჰქონდა იმ საცოდავებს) ხოდა შემტევები ნახევარ მცველები საყრდენები დღეს 100 მილოონზე მეტი ღირს სამწუხაროდ ბიზნესია ეს

    • Gaucho97
      Gaucho97 გულშემატკივარი
      schedule 27 მაი 2026, 21:51
      #30

      სულ რომ მბაპე მოიყვანოს ბარსამ ხალხი მაინც გამონახავს მინუსებს, ჯერ ერთი ფლიკს ვერავინ ასწავლის ვინ სჭირდება გუნდს კაცი 2 წელი პლიუს ერთი წელი რჩება აქ და სამომავლოდ აწყობს გუნდს, რაღაც მომწონს ამ ბიჭის დამატებაში, წეღან დავწერე კომენტარშიც ესე უცებ როგორ დაიმატეს არ ვიცი დღეს გახმაურდა ჩალიჩობდა ბარსა და ეხლა უკვე ადასტურებს ყველა გამოცემა, ალვარეზი და ერთი ტოპ მცველიც მოიყვანონ და მე პირადად ხმის ამომღები არ ვარ წელს მეტი არავინ სჭირდება ამ გუნდს, უფრო წამსვლელებს ველოდები რამდენიმე კაცი სასწრაფოდ გასაშვებია, გორდონის თამაშს უნდა ჩავუჯდე ეხლა მსოფლიოზე რას იზავს მაინტერესებს

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 21:42
    #25

    ესე ერთ დღეში ამხელა გარიგება გახმაურებულიყო და დასრულებულიყო იშვიათობაა, გუშინ გორდონის ტრანსფერზე არაფერი ვიცოდით ცოტახნისწინ ფაბრიციომ საბოლოოდ დაადასტურა რომ ნიუკასლიც დათანხმდა და გორდონი ბარსას ფეხბურთელია, მაგარი მუშა მოთამაშეა, ბაიერნს ტყუილად არ უნდოდა უკვე წავიდა ლაპარაკი რომ ეს რამ მოაყვანინა ბარსას, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, მისი პოზიციიდან გამომდინარე, რაშფორდს რას უშვებიან არ იმატებენ? რაფინიას შემცვლელი იქნება მესმის არ გამოვრიცხავ რაფინია შემდეგ წელს წავიდეს კიდეც, ნუთუ სკამზე გადასვამენ ფერმინს? გორდონი ბევრ კითხვებს აჩენს, არ მინდა ვიფიქრო ცხრიანის პოზიციაზეც განიხილავენ და წელს თავდამსხმელი არ გვეყოლება თან ალვარეზი არ ახანგრძლივებს ატლეტიკოსთან და ბარსას უკავშირებენ

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 27 მაი 2026, 21:46
      #28

      უდიდესი ალბათობით აღარ ისყიდიან რაშფორდს და გორდონი იქნება სუპერსაბი.

      შანსი არაა ცენტრად მოყავდეთ, რადგან ფლიკმა გარკვევით ილაპარაკა რომ გოლედორი ფორვარდი უნდოდა და შესაბამისად გორდონს არ მოიყვანდა.
      მეორე ვარიანტი ვაბშე ისაა რომ შეიძლება რაფინია გადმოწიოს ცრუ 9იანის ადგილას და გორდონი დადგეს მარცხნივ, მაგრამ თავად გორდონს 9ზე არ მოიყვანდნენ.

      • Gaucho97
        Gaucho97 გულშემატკივარი
        schedule 27 მაი 2026, 22:10
        #35

        იმედია მართლა მასე დალაგდება, რაშფორდზე გული მწყდება ადამიანური ფაქტორით, ინსტაგრამზე მყავს გამოწერილი და საერთოდ ყველაფერზე აქტიურობს ყველა ფეხბურთელს უწონებს პოსტს და უკომენტარებს, ბარსას ყველა პოსტს ეხმაურება, ბიჭებთან კარგი ურთიერთობა აქვს ეტყობა, ამ გუნდში შიდა ურთიერთობები ხომ პირველ ადგილზეა აშკარად მოხვდა ისეთ ადგილზე სადაც დარჩენა უნდა , ამის გამო როგორ ვისურვო დატოვება 😂 თამაში არ მომწონს ერთფეროვანია და ძალიან ბევრ მომენტს აფუჭებს ეს ახალი ქერა ინგლისელი უფრო მეტს გააკეთებს მჯერა მაგის

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          schedule 28 მაი 2026, 00:03
          #54

          რაშფორდი მართლა ცოდოა მაგ პონტში, მაგრამ ეს ქეჟუალ გ/ა სტატები რომ გადავდოთ და რეალურად მისი თამაში რომ შევაფასოთ აი არანაირად არაა ბარსას შესაფერისი ფეხბურთელი და ვერც ფლიკის სისტემაში ვერ ზის რადგან სირბილი და უბურთოდ მუშაობა არ ეხერხება, ვერ პრესავს, დაცვაში 0ია, 1-1ზეც 0ია, ტექნიკურადაც ცუდია და ერთადერთი რაც უვარგა ჩაწოდებებია..
          ნუ მესმის რო შეიძლება გულით უნდოდეს დარჩენა, მარა ახლა მაგის გამო ბარსას დონის გუნდში არავინ დაგტოვებს თორე მასე გულით იმდენს გვინდა ბარსაში რომ ვირიცხებოდეთ და წელიწადში 14მს რომ გვიხდიდნენ.. მაგ ფასად და მაგ გარემოსთვის პოსტებს მოვიწონებდი კი არა მაგ ხალხის მონადაც ვიმუშავებდი 24/7ზე დ:

          ჰოდა ვნახოთ მაინც რას გადაწყვეტენ.. კაცმა არ იცის რაშფორდს რა ბედი ელოდება.. 2 დღის წინ დარჩენილი მეგონა და ახლა ეს ტრანსფერი მაგ ვითარებას მაგრად ართულებს.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 21:30
    #22

    ძააალიან ბევრი ინფო დაიწერა ბოლო 5 საათში და აგერ 2 წამის წინ რომანომ დაადასტურა რომ 80მ + ბონუსები გაუგზავნეს ნიუკასლს. სასწრაფოდ ცდილობენ ამ ტრანსფერის დახურვასო.
    რა ეტაკათ ვერ ვხვდები, მარა თან ფლიკზეც დაიწერა რომ რამდენიმე დღით ადრე მწვანე აუნთია გორდონისთვის.
    ასევე ბაიერნი და რამდენიმე დიდი ინგლისური კლუბი ჩალიჩობს ამაზე და ამიტომაც უნდათ მალე დახურვაო.

    ჩემი შეფასება ესეთია რომ მე პირადად არ მჭირდება სტატისტიკის რახარუხი რომ მივხდე ფეხბურთელს რა პოტენციალიც აქვს. ჯერ ეს ერთი მარტივი არაა ნიუკასლისნაირ გუნდში გაიხსნა და ბევრი გოლი გაიტანო, მერე მეორე 17 გოლიც არაა პატარა რიცხვი ეგეთ სიტუაციაში როცა საშუალო გუნდში თამაშობ მსოფლიოს 2 ყველაზე რთულ ჩემპიონატში და თან ვინგერი ხარ..
    მე რაც მინახავს ამისი რეალური თამაშები აი სულ მიფიქრია რომ ნეტა ბარსაში თამაშობდეს თქო და შესაბამისად ძალიან მივესალმები ამ ტრანსფერს.
    გორდონი არის მრავალპროფილური ფეხბურთელი, აი სათადარიგოზე ეგეთი როჟა რომ გყავს არის სუპერი და არც იმის მოგერიდება რომ სასტარტოში დააყენო.
    ფლიკის სისტემისთვის უიდეალურესი ვარიანტია, რადგან არის დაუღლელი, პრესინგზე ჩათვალეთ მეორე რაფინიაა, პოზიციურადაც კაია, ტექნიკაც აქვს და ხედვაც. აი ისეთი ფეხბურთელია, რომლისგანაც მოლოდინი გაქ რომ რამეს გააკეთებს.
    და გორდონის მოსვლა წესით ნიშნავს რაშფორდის დაკიდებს, რაც კიდევ უფრო მახარებს, რადგან რაში შეიძლება ცუდი ფეხბურთელი არაა, მაგრამ ბარსაში ისეა როგორც თევზი ხმელეთზე..
    მოკლედ გორდონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ფლიკი რომ ითხოვს მაგის მოყვანას, ამით უკვე ყველაფერი ნათავამია.

    პ.ს. მე კი მიკა გოცი მინდოდა, თან იაფიც დაჯდებოდა, მაგრამ აშკარაა რომ გუნდი მოკლევადიან პროექტზე მუშაობს რათა მომდევნო 2 წელში ჩლ წამოიღონ და შესაბამისად გორდონი არ იქნება უკანასკნელი ტიპი, რომელშიც წელს ბევრს გადაიხდიან..
    რავი არამგონია ეგეთი ბრიყვები იყვნენ რომ გორდონში 80ს იხდიდნენ და სტრაიკერის გარეშე რჩებოდნენ..
    ნუ დეკუ და ლაპორტა კი არიან *ლეები, მაგრამ ფლიკმა გარკვევით თქვა რომ მე მინდა გოლეადორი ფორვარდიო, ანუ რეალურ ფორვარდს ითხოვს გუნდისგან და რავი არამგონია გორდონი მაგ პონტში მოეთხოვა..

    და ალვარესზეც რაღაცა ისეთი ბაზარი წავიდა, რომ ამ გორდონის თემას ეგეც არ ჩამოუვარდება და რავიცი.. რაღაცა ასე მგონია ჩემნაირი დელულუსთვისაც კი ძაან დაუჯერებელ ციფრებს ეთამაშებიან..
    ნუ მე კი ძალიან ბევრჯერ დავწერე რომ ფეხბურთელებს თუ გაყიდიან დაჟე ფული აქეთ დაგვრჩება თქო, მაგრამ ჯერჯერობით არავის გაყიდვაზე ესე კონკრეტულად არაფერი დაწერილა.. ნუ კასადოზე უკითხია ატლეტიკოსო და ბარსას 70მ+ტორესი შეუთავაზებია ალვარესისთვისო, ეს პროსტა ჭორების დონეზე, თუმცა ისე ძალიან დიდი ხანი კი იწერება კასადო, ტორესის ატლეტიკოში გადასვლაზე და.. მე პირადად მაგ ნაგვებში არცერთ ფეხბურთელს არ გავუშვებდი, რადგან ჩვენი ბედისა რომ ვიცი ეგ კასადო მანდ მეორე კოკე გახდება და ტორესი კიდე ალვარესს ამოისვამს ტ*აკში ხოდა დიდად არ მინდა ფეხბურთელების მაგ ტრანსფერში ჩართვა.

    მოკლედ ვნახოთ რა მოხდება..
    რაღაცა ძაან სასწაულად შეუტიეს ბოლო 2 დღეა და მგონი ახლა გორდონი თითქმის მოსულია.

  • jacky iakovenko
    jacky iakovenko ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 21:28
    #21

    რომერომ და დაწერა Things are happening ეს უკვე 100% ნაყიდი ყავთ ხოდა გილოცავთ კიდევ მინიმუმ 1 წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე ვიქნებით

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 21:24
    #19

    ენტონი გორდონი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

    სატრანსფერო თანხა: €80 მილიონი + ბონუსები

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 20:56
    #17

    Ეს ფლიკის მოთხოვნა იქნება თორე არამგონია ლაპორტა და დეკუ ეგრე გაგიჟებულიყვნენ გორდონზე ფლიკს უყვარს პრესინგზე მოთამაშე მუშა ფეხბურთელები

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 21:44
      #27

      სწორია ძმა ნიუკასლი ბარსელონას თამაში რაც ნახა მის მერე მოეწონებოდა ნიუკასლის პრესინგმა ლამის წაგვაგებინა და მაგ ბიჭიც მაგრად გვაპრესინგებდა წარმოიდგინე ესპანეთი მეტი დაბალი დონეა ვიდრე პრემიერ ლიგა ცხენბურთაობა და 4 სეზონის მასეთ პირობებში შეჩვეული იგროკი თან 25 ის ახლა გახდა ფლიკი მისგან რაფინიაზე უკეთეს გამოთლის აგერ ნახავს ყველა… არა კუტუნიოებში და დემბელე კლიზამენბში რომ ვისროლეთ 100 მილიონზე მეტი დედაც გვეტირა ვარსკვლავი არ ნიშნავს უეჭველად გაამართლებსო არც გაუჩო იყო ვარსკვლავი პსჟ ში მაგრამ კი გახდა მერე ზეიდიალური ვარსკვლავი

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 27 მაი 2026, 20:46
    #16

    არაფრიდან მოტანილი ტრანსფერი. ვაბშე არავის ეგონა ამის ბარსაში გადმოსვლა. ძაან საინტერესოა
    ვინ ითხოვა დაჟინებით ამის მოყვანა.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 21:34
      #24

      დაჟინებით არა მაგრამ ფლიკმა მწვანე რომ აუნთო ამის ტრანსფერს ესეიგი აკვირდებოდა და ხედავს პოტენციალს მაგ ბიჭში თორე ფლიკს შანსი მიეცა ტრანსფერებზე და უაზრობებს გააკეთებს?? ითხოვდა მაგ ფლანგზე ვინმეს ნიკო აღარ მოინდომა რაც ქნა წინა წელს და ეგდოს ბასკეთში, სხვა ვინაა მაგ ფლანგზე ხელმისაწვდომი.??? მიკა გოცი? კაცმა არიცის გაამართლებს თუ ტრინკაო 2 იქნება ეგეც გრანდში რონალდოს მემკიდრედ რომ მონათლეს

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 27 მაი 2026, 20:43
    #15

    მონსტრი გუნდის აშენების სუნი მცემს ჩემო ძმებო,,ეს ბიჭი კვარას პროფილია და თუ ალვარესიც მოვიყვანეთ მერე მახეთ თქვენ😍😍

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 21:31
      #23

      ვნახე ფბ ზე უცხოურ საიტზე გოლები და შორიდან ისე ურტყამს როგორც ნეიმარი, კვარა, რონალდოს გასროლებსაც გავს და რავიცი კიდე ვინ ფაფხურა არაა რაფინია რომ იყო ადრე ისეთი, რაშფორდი კარგად უნდათ აქაურებს და რაშფორდზე მეტი მაღალი დონეა ბოლობოლო ფლიკის გადაწყვეტილებაა და არა დეკუსი ან ლაპორტასი, დეკუ რომ წყვიტავდეს ლეაუს მოათრევდა თავისიანს და არა გორდონს დაუფიქრდნენ ცოტა რასაც ამბობენ კულეები ფლიკზე მეტი არავინ ვიცით კიდე ერთხელ ვამბობ

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 20:25
    #14

    ძაან ცუდი პოლიტიკა გვაქ აი ძაან ცუდი ფერან ტორესი შევიტენეთ სიტიდან და იმ წელსვე სიტიმ ალვარესი ორჯერ იაფად იყიდა და დღეს ვინ უფრო პერსპექტიულია კი ვხედავთ🤔 დეკუ სასწრაფოდ უნდა მოაშორონ სანამ იგივე კრიზისში არ ღმოჩნდა კლუბი უაზრო ტრანსფერების გამო

  • Pirat
    Pirat ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 20:22
    #12

    რა გორდონი შიგ ხოარ აქვთ 80+ მილიონი ბევრია ამისთვის წინა სეზონში 6+2 გოლს+ასისტი აქ პრემიერ ლიგაში ამას ისევ ფერანი ან რეშფორდი ჯობია

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 20:24
      #13

      ფლეშკორეზე ნახე ხოო😉😃 რეალურად 17 გოლი გაიტანა ამ სეზონში 45 მატჩში

    • Pirat
      Pirat ვეტერანი
      schedule 27 მაი 2026, 21:14
      #18

      კვარა იყიდეს 85 მილიონად და ჩვენ 80 ეს უნდა ვიყიდოთ🤦 კვარასთან ახლოსაც ვერ მივა ან რაფინია სად მიყავთ მერე სკამისთვის იხდიან 80 მილიონს?

      • ALBATROSS
        ALBATROSS ახალბედა
        schedule 27 მაი 2026, 21:26
        #20

        კვარას დროს არ იყო 1:1 ზე და არაფერი გვქონდა ნაპოლიც განვადებით არ მოგცემდა ტორესის პონტში რომ მოხდა და რავქნათ ეხლა კვარა კვარა ვიძახოთ ახლა ნაპოლიში რომ იყოს მაშინ მიადგებოდა ბარსელონაც საყიდლად

        • Pirat
          Pirat ვეტერანი
          schedule 27 მაი 2026, 21:57
          #32

          კვარას ძახილი რაშუაშია ამას კიდევ ბარკოლა ჯობია ან რა მარცხენა ვინგერი

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 20:21
    #11

    ანუუ ხალხოო ფლიკმა მოისურვა თავად ანუ მწვანე აუნთოო გორდინის ტრანსფეროს და დავიჯერო ბიჭო ფლიკზე მეტი ვიციით??? სადაც რაფინიადან სალამური გამოთალა გორდონს ვინისიუსად აქცევს ან ეტოდ🤭🤭🤭 რაფინიაც გასაგდები იყო ფლიკამდე მარა ისეთი სეზონი დადო პირველივე სეზონიდან ფლიკის ხელში რომ ოქროს ბურთის 3 ეულში თავისუფლად გადიოდა

  • jacky iakovenko
    jacky iakovenko ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 20:13
    #9

    80 მილიონი + ბონუსი ….. ამათ სუ გაუყ…. მოკლედ გავკარი ამათ და მათსავე სატრანსფერო პოლიტიკას. დეკოს ერთი მე არ ვლანძღავდი აქ და ეხლა სუ სართულებიანი გინების რამდენიმე ენაზე დახურვა მინდა. რეეებს აკეთებს ტიპი რა გორდონი ბიჭო ჯერ ბარსელონას შეხედე მის თამაშის სტილის ფილოსოფიას და მერე რა გორდონი მოგინდა

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 27 მაი 2026, 20:07
    #8

    ბიჭო აი რავი რა, ვერ წარმომიდგენია ეს ბარსაში. ცუდი მოთამაშე ნაღდად არაა მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვხედავ ბარსაში. ანუ აქ თუ 80 წავიდა ფორვარდისთვის და მცველისთვის რაღა რჩება? თან 80 ად რავი რა. ღირს კი მარა ესეიგი ალვარესი აღარ მოვა. თორე ესეც მოვიდეს, ალვარესიც და კარგი მცველიც სიტი ხო არ ვართ

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 20:14
      #10

      300 მილონი ფარგლებში არიან დაიწერა ძმა ეგეც, მერე გასაყიდი იმდენია რამეს იზამენ ტორესი, ოლმოც კი განიხილება კუნდეც, არაუხოც რამეს იზამენ

  • Nikolay
    Nikolay გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 20:03
    #5

    Არ გვეღირსება ჩვენ ფორვარდი 🙁

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 20:00
    #3

    ბარსელონამ ენტონი გორდონის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააგზავნა

    €80 მილიონი + ბონუსები

    კარგი ტრანსფერი იქნება მუშა ფეხბურთელია, პერსპექტიულია, შეტევაში ყველგან შეუძლია თამაში და ფლიკს მოსწონს.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 20:05
      #7

      მაგას ვიძახი მეც ფლიკს როარ მოწონდეს უარს იტყოდა თან მოითხოვა ტრანსფერები და უსრულებენ, მიკა გოციზე რომ იყო ლაპარაკი ეტყობა ფლიკს ნაკლებად მოსწონს ეგ არადა 25 მილიონად დაითრევდა კვარას გავსო იძახი ხალხი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 27 მაი 2026, 19:54
    #2

    არაფერი განსაკუთრებული იგროკი ეს არ მგონია მე, ცუდი არაა კი, მარა ფლანგებზე პრობლემა არც ისე გვაქვს, იამალი გვყავს, რაფინია და რავიცი თუ რაშფორდაც ტოვებენ, რად უნდათ? თუ ზამენისთვის გვინდა და 80 მილიონი უნდა გადავიხადოთ კარგად გვქონია საქმე და ეგაა.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 27 მაი 2026, 20:01
      #4

      რაშფორდი არ მომწოს მე პირადად ძაან შეუფერებელია ბარსელონასთვის როგორც ფერან ტორესი ისეა მაგიც ბარსელონაში

    • LEVANII
      LEVANII გულშემატკივარი
      schedule 27 მაი 2026, 20:04
      #6

      Რაფინია რომ არ გვყავდა მაგიტომ გამოვარდით ატლეტიკოსთან. გორდონი რამდენათაა იამალის და რაფინიას ღირსეული შემცვლელი ცალკე საკითხია თუმცა შემცვლელი რომ აცილებელად ესაჭირობათ იასნია

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 19:50
    #1

    ჰოო აი ლუის დიასი რომ გყავს და გორდონზეც სერიოზულად ჩალიჩობ ბაიერნი ტყუილად არაფერს იზამს და უაზროდ არავის დაეხოსტება ტრანსფერზე