ლა ლიგამ 2025/26 წლების სეზონის საუკეთესოთა გამოსავლენად ნომინანტების სიები ოფიციალურად გამოაქვეყნა. სასიხარულოა, რომ ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონას” წარმომადგენლები თითქმის ყველა მთავარ კატეგორიაში ფიგურირებენ.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრესტიჟულ ჯილდოზე კატალონიელთა ახალგაზრდა ვარსკვლავი, ლამინ იამალია ნომინირებული. “ბარსელონას” შემტევს კონკურენციას პაბლო ფორნალსი, ნიკოლა პეპე, ვედატ მურიქი და კილიან მბაპე გაუწევენ.
საუკეთესო 23 წლამდე მოთამაშე
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა (U23) ფეხბურთელის წოდებისთვის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ფერმინ ლოპესი იბრძოლებს. ნომინანტთა სიაში მის გარდა კარლოს ესპი, არდა გიულერი, ალბერტო მოლეირო და ვიქტორ მუნიოსი მოხვდნენ.
წლის საუკეთესო სეივი
წლის საუკეთესო სეივის ავტორის სტატუსისთვის “ბარსელონას” კარის დარაჯი, ჟოან გარსია იბრძვის, რომელსაც ყოფილი გუნდის, “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ძალიან რთული ბურთის აღება დაუფასეს. ესპანელი მეკარის კონკურენტები იან ობლაკი და უნაი სიმონი არიან.
სეზონის საუკეთესო მწვრთნელი
საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი “ბარსელონას” დამრიგებელი, ჰანსი ფლიკია. ფლიკთან ერთად, ნომინანტებს შორის მარსელინიო და ხოსე ბორდალასი დასახელდნენ.
საინტერესო ამბავია, რომ 18 წლის ლამინ იამალი საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის, ხოლო 23 წლის ფერმინ ლოპესი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობისთვის.
ოთხივე საუკეთესოა
მიქაუტაძეს რას აფასებს ნეტა ვილიარეალი ბარცას სტილის ფორვარდია თან ფლიკი და ბარცაში თამაში ბევრად გახსნის და აუწევს დონეს. არ მჯერა ლაპორტას გრანდიოზული ტრანსფერების ამ სეზონზეც, მაგრამ ჰაერივით ჭირდება გუნდს 4 ტრანსფერი 1 ცენტრალური თავდამსხმელი, 1 სკამის ვინგერი ნორმალური და 2 მცველი ეს მინიმუმია რომ ლიგაზე რაღაცა მაინც ვქნათ. რაც შეეხება რეალს მოურინიო მგონია რომ უფრო გააძლიერებს რეალს დაცვაში ასევე პერესიც არ დააკლებს 100-200 მილიონიან ტრანსფერებს.
დაჟე ვინგერი ზამენის კი არა ისეთი გვინდა ძირთადისთვის რო იბრძოლებს, რაფინია კიდევ უფრო მოუკლებს ალბათ, ტრამვები აქვს სულ. დიომანდე იდეალური იქნებოდა ლაიფციგიდან. 70-80 კი ეღირება მარა სერიოზულად გაგვაძლიერებდა. ორივე ფლანგიდან მაგარია, სწრაფია, გოლები გააქვს, იამალსაც დაასვენებდა და რაფინიასაც. დაჟე ცრუ 9 ზეც ითამაშა 1-2 თამაში და გოლები გაიტანა. ესპანეთში ნათამაშები აქვს. მოკლედ იდეალური ვარიანტია მარა ძვირი. ისე ქენან ილდიზიც გამისწორდებოდა ბარსაში მარა 120-130 დააფასებს იუვე. თან ტოპ ფორვარდს და ქენანს ერთად ვერ შეწვდებიან. მიქაუტაძეზე საერთოდ არაფერი იწერება. როგორც ჩანს არაა ბარსას სამიზნეებში თორე აქამდე ახსენებდნენ მაინც, დაჟე მურიქიზე ოიერზაბალზე ეტა იონგზე და სორტლოტზე დაიწერა და მიქაზე არაფერი. არ მაქვს მაგ ტრანსფერის იმედი თორე ტორესს ახლავე მირჩევნია. მოკლედ მაღალი დონის გამტანი 9 გვინდა, ავლარესი პედრო ოსიმენი, არ მაინტერესებს ვინმე მოიყვანონ აქედან. გვინდა კარგი ვინგერი, მარცხენა მარა ორივე ფლანგზე თუ შეუძლია თამაში უკეთესი. გვინდა ცაცია ცენტრ.მცველი და ერთი ისეთი მცველი დაცვის ორივე ფლანგზე რო შეეძლოს თამაში. მაგალითად ვესლი რომადან. ნახევარდაცვაში კი გვყავს ხალხი მარა ერთ კარგ ჯანიან ნახევარმცველს მოვიყვანდი, გორეცკას ნაირს თუნდაც. სკამისთვის კარგია. ფერმინი ოლმო პედრი გავი ფრენკი და ბერნალი გვყავს, კასადოს გაყიდიან, ბ გუნდშიც გვყავს კარგი ბიჭები მარა ერთი ჯანიანი კაცი არ გვაწყენდა
საინტერესო ამბავია, რომ 18 წლის ლამინ იამალი საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის, ხოლო 23 წლის ფერმინ ლოპესი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობისთვის.
საინტერესოზე უფრო სასაცილოა.