რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას 120 გოლით დაემშვიდობა

რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას 120 გოლით დაემშვიდობა

2025/26 წლების სეზონის დასკვნითი მატჩი “ბარსელონასთვის” “მესტალიაზე” მარცხით დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ამას სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა (რადგან გუნდმა ჩემპიონობა კვირებით ადრე გაინაღდა), ვალენსიაში გამგზავრებას სხვა დატვირთვაც ჰქონდა: ეს იყო “ბლაუგრანას” მაისურით ბოლო მატჩი რობერტ ლევანდოვსკისთვის.

ლევის ბოლო გოლი “ბარსელონასთვის”

პოლონელი თავდამსხმელი გუნდს მისთვის ყველაზე ნაცნობი და საუკეთესო გზით – გოლის გატანით დაემშვიდობა. ეს არ იყო უბრალო გოლი; ეს იმ ინსტინქტის კიდევ ერთი დასტური გახლდათ, რომელმაც ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად აქცია. ყოველთვის ფხიზლად, ყოველთვის მზადყოფნაში, მაშინაც კი, როცა ჩანს, რომ სახიფათო არაფერი ხდება.

მე-60 წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში კვლავ 0:0 იყო. გავიმ საჯარიმოში ჩააწოდა, პეპელუმ ბურთი თავით მოიგერია, რომელიც ფერან ტორესს მიუვიდა. ესპანელის მიერ ერთი შეხებით დარტყმული ბურთი თითქოს კარს სცდებოდა. თავდამსხმელთა უმეტესობა ამ სიტუაციაში რაიმეს შეცვლის შანსს ხელიდან გაუშვებდა.

120 გატანილი გოლი

თუმცა არა ლევანდოვსკი. პოლონელმა სიტუაცია მომენტალურად წაიკითხა, იდეალურ პოზიციაზე გაჩნდა და ბურთს მიმართულება შეუცვალა, რითაც ის კარში აღმოჩნდა. ეს იყო მისი 120-ე გოლი “ბარსელონას” მაისურით და უკანასკნელი კლუბში მისი კარიერის განმავლობაში.

რამდენიმე დღით ადრე, ლევანდოვსკი “ბეტისის” წინააღმდეგ საშინაო მატჩში “სპოტიფაი კამპ ნოუზე” უკვე დაემშვიდობა გულშემატკივარს. ეს ძალიან ემოციური დღე იყო და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ბლაუგრანას ფანების წინაშე გოლის გატანა ვერ შეძლო, მან ეს “მესტალიაზე” მოახერხა და კლუბში თავისი პერიოდი საკუთარი სცენარით დაასრულა.

თავდამსხმელმა ვალენსიაში ჩასული “ბლაუგრანას” გულშემატკივრებისგან სიყვარულის უკანასკნელი გამოხატულება მიიღო. გამორჩეული ფეხბურთელის კარიერას პატივი მასპინძელთა ქომაგების დიდმა ნაწილმაც მიაგო. ლევანდოვსკი “ბარსელონას” 120 გოლით ემშვიდობება და კლუბის ისტორიაში, ისევე როგორც მსოფლიო ფეხბურთში, ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით ტოვებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    27 მაი 2026, 21:30

    მართლა გულის ამაჩუყებელი იყო მისი დამშვიდობება ის ყველას გულში იქნება

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    25 მაი 2026, 22:04

    მადლობა, ჩაეწერა ბარსელონას ისტორიაში❤️ რთული შესაცვლელია ნამდვილად მაგრამ არა შეუძლებელი. მოიყვანეთ ოსიმენი და სეზონში 30 გოლს დადებს ჩვეულებრივად🙂 ლიგაზე კიდევ ლევაზე გადამწყვეტი იქნება. როგორც იბრა ისე ლევანა სამწუხაროდ ლიგაზე გადამწყვეტები არასდროს ყოფილან. სხვა თა შორის არც სუარესი თავის უზარმაზარი კლასის მიუხედავათ. აი ჩვენი შავი ბიჭი ეტოო სულ სხვა იყო❤️ აუ ახლა მოგვცა 25 წლის სამუელ ეტოო და ზედიზედ დავალაგებდით ჩემპიონთა ლიგის თასებს. დღეს კი თუ ვინმე გავს ეტოოს კვერცხებით, მოძრაობით, პრესინგით,ფეთქებადობით და ხასიათით არის ოსიმენი. რატომღაც არ უნდა აწ ხალს ამის დანახვა, ლაპორტას რატომ არ უნდა გასაგებია, არ უნდა 100 მილიონის გასროლა მაგრამ ბარსამანიაზე რომ ხასიათს უწუნებენ ოსიმენს აი ეს ანეგდოტია😕

    • Gio_bcn
      Gio_bcn ახალბედა
      26 მაი 2026, 22:59

      თუ ძმახარ წელს 17 გოლი გაიტანა თან სად? თურქეთის ჩემპიონატში😃 რამ
      გადაგრით ამ
      ოსემინზე ესე🤦🏻‍♂️ არაა ეგ ტიპი ბარსას არც სტილი და. არც ხასიათის, ეტოოსთან შედარება ხო ვაფშე ცა და დედამიწაა🤦🏻‍♂️ სად ეტოოს ელასტიურობა და სად უმოძრაო ოსემინის:). მარტო თავით გატანა არაა გოლი, ესპანეთში მცველები მკვლელები არიან, განსხვავება თურქეთის დებილი მცველებისგან!

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    25 მაი 2026, 13:55

    4 სეზონში ხო? ანუ სეზონზე 30 ბურთი? მშვენიერი შედეგია, უძახე პენსიონერი.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    24 მაი 2026, 22:23

    120 გოლი 4 სეზონში, საშუალოდ 30 გოლი. ასეთ ფორვარდს ვინ იპოვის აწი 45 მილიონად?

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    24 მაი 2026, 20:46

    120 გოლიანი ფორვარდის პოვნა ძალიან რთული ამბავია.შეიცვალა ფეხბურთი გოლეადორების სერიოზული დეფიციტია თითზე ჩამოსათვლელი 9 ნომერია დღეს.არ ვიცი ვინ უნდა მოიყვანონ მართლა გაუგებარია გაისროლო დიდი თანხა და არ გაამართლოს სერიოზული დარტყმა იქნება გუნდისთვის.