workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ახალი სპონსორი – არაბეთის გაერთიანებული ბანკი

“ბარსელონას” ახალი სპონსორი – არაბეთის გაერთიანებული ბანკი

უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ არაბეთის გაერთიანებული ბანკი “ბარსელონას” სპონსორი იქნება.

ხავიერ ფაუსი: “ჩვენ ეს ბანკი არაერთი მიზეზის გამო ავირჩიეთ. მათ შორისაა ზრდის ტემპი და ენთუზიაზმი.”

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი სამწლიანია და 2016 წლის ივლისამდე მოქმედებს. 

არაბთა ბანკმა ღონისძიებასაც უმასპინძლა საქალაქო ცენტრში, “ბარსელონას” წარმოადგენდნენ ხავიერ ფაუსი და მანელ აროიო პერესი, ხოლო ბანკის წარმომადგენლები კი იყვნენ პოლ თრაუვბრიჯი, ტონი გრაჰამი და შეიხ მოჰამედ აბდულა ალ ნუიამი. 

პოლ თრაუვბრიჯი: “ბარსელონა” ცნობილია თავისი სტილით და განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიით. ჩვენ მოხარულები ვართ მათთან პარტნიორობით და შემდეგი რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ვეცდებით ლურჯ-ბროწეულისფერთა და ზოგადად ფეხბურთის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward