workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია: უკმაყოფილება მარცხით და დიდი მიზნები მომავალი სეზონისთვის

ჰანსი ფლიკის პრესკონფერენცია: უკმაყოფილება მარცხით და დიდი მიზნები მომავალი სეზონისთვის

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, “ვალენსიასთან” გუშინდელი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა სეზონის დასკვნითი მატჩი შეაფასა, ფეხბურთელების კონცენტრაციაზე ისაუბრა და მომავალი სეზონისთვის გუნდის მიზნებს გაუსვა ხაზი.

გერმანელები არასდროს ჩერდებიან და ეს არის ის მენტალიტეტი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან ვითხოვ. მომდევნო სეზონისთვის მოშიებული ვარ. მინდა, რომ ფეხბურთელები სრულად იყვნენ კონცენტრირებულნი. მინდა, ყველამ თავისი საუკეთესო ვერსია აჩვენოს ამ კლუბისა და ამ გუნდისთვის.

მწვრთნელმა ცალკეული მოთამაშეების პროგრესიც გამოყო. განსაკუთრებული შექება მარკ ბერნალმა, გავიმ და ჟერარ მარტინმა დაიმსახურეს

ბერნალი ექვსი ნომრის პოზიციაზე საოცარია. გავი და ბერნალი ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ დაბრუნდნენ და ძალიან კარგ დონეზე თამაშობენ. დღეს მათ ჩემთვის ბევრი რამ აჩვენეს. რაც შეეხება ჟერარ მარტინს, მისი პროგრესი დაუჯერებელია. როდესაც B გუნდიდან ფეხბურთელი გადმოგყავს და ის მეორე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებს, ეს საოცარია. ეს არის ის დამოკიდებულება და მენტალიტეტი, რაც ჩვენ გვჭირდება, ის ყველაფერს იმსახურებს.

გუშინდელ შეხვედრაში დაფიქსირებულ მარცხზე საუბრისას ფლიკმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს კონცენტრაცია აკლდათ, რაც დიდწილად საჩემპიონო ზეიმსა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება.

ჩვენ მარტივი შეცდომები დავუშვით. მათ ეს თამაში მოიგეს, რადგან ჩვენზე მეტად იყვნენ გამარჯვებას მოშიებულნი. ფეხბურთელები 100%-ით კონცენტრირებულნი არ ყოფილან. ეს შევნიშნე, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია. უკვე ორი კვირაა ვზეიმობთ და წინ მსოფლიო ჩემპიონატიც გველის, ამიტომ მესმის, რომ ეს მათი ოცნებაა. მაგრამ ეს ‘ბარსელონაა” და ასე მოქცევა არ შეგვიძლია. მინდა, რომ მომდევნო სეზონის დაწყებისას ყველა კონცენტრირებული იყოს. უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ დავასრულეთ სეზონი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს მარცხი ჩვენს სეზონზე გავლენას არ ახდენს. ახლა ყველაფერზე ვფიქრობ, ჩემთვის ამ მარცხის გაანალიზება კარგია.

ფლიკმა ხაზი გაუსვა მომავალი სეზონის სირთულესაც.

მესმის, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატია, მაგრამ მჭირდება, რომ მომდევნო სეზონის დაწყებისთვის ყველა სრულად მობილიზებული იყოს. მომავალი სეზონი ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე, ნამდვილად. ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვაქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მზად მომდევნო სეზონში ჟოზე მოურინიოსთან დასაპირისპირებლად, გერმანელმა სპეციალისტმა მოკლედ და კონკრეტულად უპასუხა.

რა თქმა უნდა. ის ისეთივე მწვრთნელია, როგორც ყველა სხვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 26 მაი 2026, 20:36
    #4

    დარწმუნებული ვარ ის სტატიები სადაც ამბობენ, რომ ბოლო მომენტში ფლიკს ეჭვი შეეპარა ბასტონი რამდენად ჩაჯდება გუნდშიო ლაპორტას შეკვეთილია, მაგრამ ეს თუ მართალია და ფლიკი მართლა
    კმაყოფილია დაცვის ხაზით და თვლის რომ არ უნდა გაძლიერება, ან ბასტონში ეპარება ეჭვი არაუხოს და კრისტენსენის პატრონს, ბოდიში საყვარელ მწვრთნელთან მაგრამ ესეც კაი ჩამოყლევებული ყოფილა😕 მაგრამ მეორე მგონია რომ გუნდურობის პრინციპით არ ტეხავს პანიკას და არ ამბობს რომ 4-5 ულლასო ფეხბურთელი ყავს და ორ სამ პოზიციაზე უბრალოდ სრ ყავს ფეხნურთელები. ხოდა თუ ეს მეორე ვარიანტია უკვე ყელშია ეა ყველაფერი ამოსული და მაშინ ამის უტრაკო დედაც იქ ვატირე რა😕 ამოვიდა ყელში იბიომაც ეს აბსურდის თეატრი, 2027 იც რომ ატელიტოკ დონის ფარჩაკები გამოგვაჯმეინებენ ლიგიდან მერე ტლიკოს ვირთხა ლაპორტას და ლენჩი დეკოს ანუსი ბლიად🤬🤬🤬

  • joy
    joy ახალბედა
    schedule 24 მაი 2026, 13:46
    #1

    გუშინდელი თამაში იყო ყველაზე ცუდი რაც უთამაშია ბარსას ფლიკის ხელში! ასე უგულოდ ამხანაგურ თამაშსაც არ ითამაშებს თავმოყვარე გუნდი. რა მოეწონა გუშინ ფლიკს ბერნალის ან მარტინის თამაშში ჩემთვის გაუგებარია, არც ერთი ფეხბურთელი არ იყო ვინც 3-4 მწარე შეცდომა არ დაუშვა! განსაკუთრებით ესპარტი გამოირჩა, ფაქტიურად ორი გოლი მოიტანა თავის კარში! ცუდი იყო ბერნალიც, შესნიც, რეშფორდიც, ბალდე, ტრადიციულად ტყუილად იყო მოედანზე ლევანდოვსკი! ჩემთვის საკვირველი იყო და ტორესი, არაუხო ჯობდენ ყველას. ისეთი პირი უჩანს რომ რეშფორდს დატოვებენ, რისთვის? და რატომ? მე ვერ ვხვდები… სეზონში ორი ან სამი თამაში რომ გაიფართხალოს?

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 25 მაი 2026, 14:27
      #3

      რეშფორდს რატომ დატოვებენ და ჯერ ერთი ხელფასის დაკლებაზე დათანხმდა და მაგ ფასში 30მლნ-ში მაგის დონის ფეხბურთელს ვერსად ვერ ვშოვით. არც მე მომწონს, მთავარია კარში დარტყმა ასწავლონ სწორად, რაც მაგან პირისპირ გასულმა მაზა რავიცი ვერ ვიგონებ ჩვენგან ვერავის