რობერტ ლევანდოვსკის გამოსამშვიდობებელი წერილი

რობერტ ლევანდოვსკის გამოსამშვიდობებელი წერილი

“ბარსელონას” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე ემოციური გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლონელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანას” დატოვებს.

გამოწვევებითა და თავდაუზოგავი შრომით სავსე 4 წლის შემდეგ წასვლის დრო მოვიდა.

მივდივარ იმ განცდით, რომ მისია შესრულებულია. 4 სეზონი, 3 ჩემპიონობა.

არასდროს დამავიწყდება ის სიყვარული, რომელსაც ფანებისგან პირველივე დღეებიდან ვიღებდი. კატალონია დედამიწაზე ჩემი ადგილია.

მადლობა ყველას, ვისაც ამ შესანიშნავი 4 წლის განმავლობაში შევხვდი. განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას, რომელმაც მომცა შანსი, ჩემი კარიერის ყველაზე საოცარი ეტაპი მეცხოვრა.

“ბარსა” დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია.

ვისკა “ბარსა”, ვისკა კატალონია 💙❤️

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • Gio_bcn
    Gio_bcn ახალბედა
    schedule 18 მაი 2026, 20:42

    ❤️💙❤️❤️❤️❤️👏👏👏🙌

  • mesi_10
    mesi_10 ლეგენდა
    schedule 18 მაი 2026, 08:25

    მთლად კარიერის პიკში მყოფი არ გადმოსულა ბაიერნიდან მარა კლასის ,დონის და მონდომების ხარჯზე მაგრათ გამოადგა გუნდს საჭირო დროს საჭირო მომენტში დადგა ბარსელონას გვერდით და შედეგიც დადო ასე რომ მადლობის მეტი არავის არაფერი ეთქმის ამ ადამიანზე ლაპორტას ფლიკს და ასე შემდეგ ასევე ფანებს ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვისურვოთ ბებერ ლომს…

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 18 მაი 2026, 00:20

    ♥️♥️♥️♥️

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 17 მაი 2026, 22:43

    ყველაფერი დაიწერა და რა დავამატო. წარმატებები ცხოვრებაში. კარგი კაცი ხარ რობერტა.

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 17 მაი 2026, 12:27

    ყოფილიყო 28 წლის ახლა, 2 ლიგსა მაინც აგვაწევინებდა. ისეთ დროს მოვიდა, მარტო ამიტოა ლეგენდა. ზოგადად ლეგენდის სტატუსს იმიტო ვერ იღებს რო ლიგა არ მოუგია მარა ამის ბრალი ყველაზე ნაკლებადაა ეგ. ჩავის ბარსა რა იყო ვიცით, ფლიკის ბარსა კარგი იყო მარა ცოტა დაგვაკლდა. საბოლოოდ ისტორიულად სუარესის და ეტოოს გვერდით ვერ დადგება შედეგებით მარა სტატუსი არანაკლები აქვს ჩემს თვალში. კაცი ყველაზე გაპარტახებულ გუნდში მოვიდა დიდი გუნდიდან რომელსაც კარგი დრო ედგა. იმ დროს ბაიერნიდან რეალში წასვლა არ ჩაითვლებოდა მარტო იდიოტიზმად, და ჰა ჰაა სიტიში. წავიდოდა ტოპ გუნდში და ახსნიდა რო ახალი გამოწვევა მინდოდაო მარა ამან რაც გააკეთა რავი ძმაო. ჭაობში მოვიდა და ამოგვათრია. არაა ლეგენდა? ის რო 37 წლის ასაკში ძველებურად ვეღარ ყრიდა გოლებს ეგ ლოგიკურიცაა და თითონაც რო მიხვდა ამიტო წავიდა. ადიოს რობო, ნამდვილი ერთგული ფანებისთვის ლეგენდაა ეს კაცი

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 17 მაი 2026, 16:50

      მე მეგონა რომ არ გაამართლებდა😁 არადა 100% გაამართლა ლევანამ. ნუ სამწუხაროდ იბრაგიმოვიჩივით ლიგაზე ეს თავის საუკეთესო წლებშიც არ ყოფილა გადამწყვეტი. აი არ შეიძლება ეტოოს სტილის და დონის ვინმე აფრიკელის გაჩითვა🥺? მე კი გაჩითული მყავს მსგავსი და აგერ თამაშობს ჩვენს მეზობლად თურქეთში. როგორც მჭადი და ყველი ისე დააკვდებოდა ბარსას მაგრამ არც ფული აქვთ, არც ცოდნა, არც ხედვა და არს კლუბის სიყვარული ამ განდილებს ეგ რომ მოიყვანონ😕

  • basa7
    basa7 ლეგენდა
    schedule 17 მაი 2026, 00:40

    ნამდვილად გუნდის ლეგენდად მიდის აქედან. წარმატებები 💪

  • M10 S9 D11
    M10 S9 D11 ლეგენდა
    schedule 17 მაი 2026, 00:29

    მადლობა გოლსკი 💙❤️

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 16 მაი 2026, 23:38

    შენ გენაცვალე,მაგრად კოგვენატრები და მაგრადაც უჯიგრე გუნდს. ლეოს გარდა ძველი გვარდია კარგად წველიდა გუნდს,მოტივაციაც აღარ ჰქონდათ და წასვლაც არ უნდოდათ. შენ კიდე იმენა გადაარჩინე გუნდი. დაგვაბრუნე ზედა ეშელონში. ნეტა უფრო ახალგაზრდა დაგვეთრია ეს. კლუბის ლეგენდებში ჩაეწერა ცალსახად…

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 23:17

    მადლობა ლევა ყველაფრისთვის , ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვე, და ოქროს ასოებით ჩაეწერე.

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 23:13

    მადლობა რობერტ და მაგარი კაცი ხარ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე. აშენებული ბაიერნიდან ადგა და წამოვიდა, იყო ეჭვები ასაკის გამო მასში გადახდილ თანხას გაამართლებდა თუარა, მოვიდა ბარსაში რომელიც იჯარით აყვანილ ფეხბურთელებს ეყრდნობოდა, შეიმცირა ხელფასი საგრძნობლად და გახდა გუნდის შეტევის ლიდერი, ორი სიტყვით ბარსასთვის ბევრი გაიღო ამ კაცმა, დასაფასებელია ყველა წუთი რაც ბარსაში გაატარა, ამდენი წელი უმაგრეს გუნდში თამაშობდა, მოვიდა კარიერის ბოლო პერიოდი და შეეძლო წასულიყო ისეთ კლუბებში სადაც უკვე მილიარდერი იქნებოდა თუმცა არა, ქონია ამ კაცს ბარსას სიყვარული და როცა ყველაზე მეტად გამოადგებოდა ამ გუნდს მაშინ მიიღო ეს რთული გადაწყვეტილება. მადლობა კიდევ იმისთვის რომ წასვლის გადაწყვეტილება პროფესიონალურად მიიღო, მზიანი ბარსელონადან წასვლა ალბათ არავის არასდროს არ უნდა და არც ლევას ენდომება, მაგრამ იცის რომ გუნდს ვეღარაფერს შემატებს მომავალ სეზონში, საზაფხულო საგაც თავიდან აგვარიდა და როგორც ლეგენდას შეეფერება ისე გვემშვიდობება. მადლობა რობერტ!

  • araujo4
    araujo4 კულე
    schedule 16 მაი 2026, 21:46

    მაგარი კაცი ხარ. ისეთ დროს მოვიდა მართლა არაფრის იმედი რო აღარ იყო. 4 წელში 3 ლა ლიგა დადო და რო მიხვდა რო თავის დონეს ვეღარ დებდა წავიდა. გენაცვალე და იმედია ისეთს მოიყვანენ რო 9 ნომერს ღირსეულად მოირგებს.

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 16 მაი 2026, 22:15

      გულდასაწყვეტია, რომ ლიგის გარეშე წავიდა🥺 რას ვიზავთ ლაპორტას მიადგეს ოჯახში და იმას მოკითხოს❤️

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 16 მაი 2026, 21:04

    მადლობა❤️

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 20:37

    არასდროს დაგვავიწყდები

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 16 მაი 2026, 19:07

    სულ კარგ გზაზე გევლოს. იმედია კიდევ ბევრს მიაღწევს.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 18:50

    ეეეხ როგორ მინდოდა ჩემპიონთა ლიგის თასი აგეწია ბარსელონასთან ერთად. ლეგენდა ხარ ლევა. მოვიდა და ბარსელონაც ამოვიდა წუმპედან. მადლობა ყველაფრისთვის.

  • Padaro
    Padaro ახალბედა
    schedule 16 მაი 2026, 17:21

    ამ დონის თავდამსხმელები,აღარ არიან! არადა რა დროის იყო დაახლოებით 10-15 წლის წინ ბენზემას ვიწუნებდით!? ეტო,სუარესი , იბრაგიმოვიჩი ლევანა, ბენზემა!

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    schedule 16 მაი 2026, 17:15

    Კარგის მეტი არაფერი გვეთქმის დაქცეულ გუნდში მოვიდა და კრიზისისგან გვიხსნა წარმატებები ცხოვრებაში

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 16:56

    წარმატებები. ძაან მინდა რომ ევროპაში დარჩეს

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 16 მაი 2026, 16:53

    მშვიდობით ლევაა✊🏻❤️

  • ნიკა
    ნიკა კულე
    schedule 16 მაი 2026, 16:47

    კაცური კაცის დამშვიდობებაა😍