რობერტ ლევანდოვსკის მომავალი ისევ გაურკვეველია

რობერტ ლევანდოვსკის მომავალი ისევ გაურკვეველია

რობერტ ლევანდოვსკის მომავალი “ბარსელონაში” გაურკვეველი რჩება. პოლონელმა თავდამსხმელმა კარგად იცის, რომ კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მისი საკითხის განხილვას გეგმავს. თუმცა, ისიც ესმის, რომ “ბარსელონას” ნებისმიერი ახალი შეთავაზება, დიდი ალბათობით, ამჟამინდელ ხელფასზე გაცილებით ნაკლები იქნება, თანაც სამომავლოდ გუნდში მას უფრო მეორეხარისხოვანი როლის მორგება მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებული საკუთარი წუხილი რამდენიმე თანაგუნდელს უკვე გაუზიარა.

ამ ვითარების ფონზე, მოვლენების ეპიცენტრში ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავია, რომელიც ამჟამად კატალონიის დედაქალაქში იმყოფება. ლაპორტასთან შეხვედრის შემდეგ, ზაჰავი თავად რობერტს, მოგვიანებით კი ჰანსი ფლიკსა (რომლის აგენტიც ასევე თავადაა) და სპორტულ დირექტორ დეკუს შეხვდება. პოლონელი ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად სწორედ გერმანელი მწვრთნელის შეფასებაზე იქნება დამოკიდებული.

Mundo Deportivo-ს ცნობით, სანამ ევროპაში ვითარება ირკვევა, ლევანდოვსკის გადაბირებას ამერიკული კლუბი, “ჩიკაგო ფაირი” აქტიურად ცდილობს. მომავალი სეზონისთვის საუბარია საკმაოდ სოლიდურ ფინანსურ პირობებზე: ფეხბურთელის ანაზღაურებამ სეზონში შესაძლოა 15 მილიონ ევროს (დაუბეგრავად) მიაღწიოს, ბონუსების გათვალისწინებით კი ეს თანხა 20 მილიონამდეც გაიზარდოს.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 10 მაი 2026, 23:32

    გემრიელად უნდა გააცილონ წელს

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 10 მაი 2026, 17:53

    ლეპტოპიდან რომ შემოვდივარ თუ შრიფტი ქართულზე არ დავაყენე ლათინური ასოებით წერს. მერე მიწევს წაშლა, ქართულზე გადაყვანა და თავიდან წერა. არც სმაილიკებია, ადრე შეგეძლო გინდა ფერს შეუცვლიდი გინდა მსხვილი შრუფტი და ბევრი რამე, ეს ყველაფერი დაიკარგა. ბევრი რამაა შესასწორებელი.

  • Kakkia
    Kakkia ახალბედა
    schedule 09 მაი 2026, 18:42

    საინტერესოა, ნეტავ მართალია?

    🚨🚨| JUST IN: Barcelona will receive the La Liga trophy after tomorrow’s El Clásico if they win the match.

    [@mundodeportivo] 🏆✅

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    schedule 09 მაი 2026, 13:45

    ბოლოა ეს სეზონი და თვითონაც აღარ უნდა უნდოდეს დარჩენა წესით, თბილი გაცილება მოუწყონ და წავიდეს ამერიკაში ფულის საშოვნად

  • El pistolero 9
    El pistolero 9 ვეტერანი
    schedule 09 მაი 2026, 10:36

    რეალურად ახლა უკვე სათადარიგოს მოთამაშეა. არცაა სწორი იმავე ოდენობის ანაზღაურება რომ ჰქონდეს. ბაიერნს აქვს იდეალური მოდელი ამ მხრივ. რაღაც ასაკს ზემოთ 1 წელზე უფრო გრძელ კონტრაქტა აღარ სთავაზობენ მოთამაშეებს და ხელფასებიც შემჭიდროვებულია.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 09 მაი 2026, 00:04

    აუ დავიტანჯე სულ ავტორიზაციას მთხოვს რა უბედურებაა

  • Frenkie de Jong_
    Frenkie de Jong_ ვეტერანი
    schedule 08 მაი 2026, 23:52

    🚨| სკანდალი პრემიერ ლიგის კლუბში

    ბორნმუთმა მომდევნო მატჩის განაცხადიდან ალექს ხიმენესი მოკვეთა❌
    ეს გადაწყვეტილება ინგლისურ კლუბში მას შემდეგ მიიღეს, რაც ხიმენესის მიერ 15 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა გასაჯაროვდა 🔞

    მილიონერი ხარ
    წადი იგრიალეეე
    რა 15 წლის ბავვსებთან ჩატაობა გიტყდებათ
    ფუ იმენა პედოფილი არაკაცი

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 09 მაი 2026, 08:06

      ფული აქვთ და ჰგონიათ მაგათ არ მოეკითხებათ, ტფუ როგორი ხალხი ცხოვრობს დედამიწაზე…

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 08 მაი 2026, 23:52

    ლევა მენანება წასასვლელად,მაგრამ უკვე ჩერეზჩურ ასაკშია. ხელფასიც დიდი აქვს,ჯობია ტორესი დარჩეს სკამზე. პრესინგზე კაია და სუსტ გუნდებთან სკამისთვის კაია… ოსიმენი კიდე დასათრევია.

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 08 მაი 2026, 23:25

    რაც საიტი განახლდა სულ პრობლემები აქვს, არ ვიცი სხვასთანაც ასეა თუ არა მაგრამ ძლივს შემოდის რო შემოვალ ჭედავს, აქამდე არ იყო, თან რო შემოვალ სიახლეებს დიდი ხანი უნდა რო ჩაიტვირთოს, ახლა კიდე აცცდან გამაგდო და თავიდან შემოვედი.

    ამ ყველაფერს დამატებული რაც განახლდა საიტი აქტიურობაც აღარაა

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 08 მაი 2026, 23:55

      ყველასთან მასე მეგობარო. ძაან ბევრი ხარვეზი აქვს. ერთერთი თუნდა ის, რომ როცა კომენტარებს სქროლავ უნებლიეთ ხელი გიხვდება პასუხზე და გიგდებს კომენტარის გრაფას. ძაან გამაღიზიანებელია. არ შეუძლიათ ეს პასუხის ნიშანი ცოტა სხვაგან გადაწიონ? ამის გარდა ჭედავს, იმინა 10-15 წამი მჭირდება ჯერ შემოსვლისას და შემდეგ სანამ კომენტარებს გამიხსნის ბოლომდე ერთი მაგდენი. ნეტა ვინმეს ფული გადაუხადეს განახლებაში? თუ კი მაგრად უყირავებიხართ ვიღაცეებს🙂

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 09 მაი 2026, 12:37

      სწორედ იმიტომ აღარაა აქტიურობა ასე რო გართულდა აქ შემოსვლა.