ფრანგი ფეხბურთელი “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გულშემატკივრების წინაშე ტიტულის მოპოვების სურვილს გამოხატავს და ასევე საუბრობს სხვა თემებზე, როგორებიცაა მუსიკა და მოდა.
ჟიულ კუნდე “ბარსელონას” YouTube არხზე პირდაპირი კითხვა-პასუხის მონაწილე იყო. “ელ კლასიკო”, თანაგუნდელები, მუსიკა, მოგზაურობა და მოდა იმ თემებს შორის იყო, რომლებიც ფრანგი ფეხბურთელისთვის დასმულ კითხვებში ფიგურირებდა. იგი სრულად კონცენტრირებულია იმაზე, რომ ამ კვირას გულშემატკივრების წინაშე “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ლიგის ტიტული აღმართოს.
მოტივირებული “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ
“ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით “ელ კლასიკოს” კარგად ვივარჯიშეთ, სრულად მობილიზებულები ვართ და გვინდა გამარჯვება, რადგან ეს იქნებოდა საუკეთესო გზა ლიგის ტიტულის გასანაღდებლად “სპოტიფაი კამპ ნოუზე” კულეების წინაშე… ჩვენ ვიცით მათი ძლიერი მხარეები და აქედან გამომდინარე, უნდა გავაგრძელოთ თამაში ჩვენივე დნმ-ით. უნდა ვიცოდეთ, როდის დავიხიოთ უკან, მაგრამ მთავარი კარგად პრესინგი იქნება.”
მუდამ მომღიმარი “ბარსელონას” 23-ე ნომერი დარწმუნებულია გუნდის შანსებში, გახდეს ჩემპიონი მარადიული კონკურენტების წინააღმდეგ:
“ჩვენ ყველაფერს დავტოვებთ მოედანზე “სპოტიფაი კამპ ნოუზე”, რათა მოვიგოთ “ელ კლასიკო” და ლა ლიგა.”
მისი სიტყვები ასახავდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ უდიდეს დაპირისპირებას ახლავს თან. ამ მატჩში მცველი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება ერთ-ერთ მოთამაშეს, რომლის წინააღმდეგ თავს დაცვა ყველაზე მეტად უჭირს: ვინისიუსს. გრძნობს, რომ მზადაა, რადგან ყოველდღიურად ვარჯიშობს ისეთ უმაღლესი დონის თანაგუნდელებთან ერთად, როგორებიც არიან ლამინ იამალი და პედრი.
უეჭველია, ასეთი დონის მოთამაშეებთან დაპირისპირება ნიშნავს ზეწოლასთან გამკლავებას:
“მე არ ვისურვებდი ზეწოლის გარეშე ცხოვრებას. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. მე მას მშვიდად ვუმკლავდები, რადგან ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია და ის გვიბიძგებს, რომ ჩვენი საუკეთესო ვერსია წარმოვადგინოთ.”
ტიტულისკენ მიმავალ გზაზე საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ:
“კულეების მხარდაჭერას მაშინ, როდესაც საქმეები არც ისე კარგად მიდის, ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვართ იმ გულშემატკივრების, რომლებიც მოგვყვებიან გასვლით თამაშებზე, მოდიან “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ან “სიუტატ ესპორტივაზე” ჩვენს მხარდასაჭერად.”
ყველაზე სტილური მოთამაშე?
“ბარსელონას” ახლანდელ სათაურებში დომინანტური თემის მიღმა, კუნდემ ასევე ისაუბრა მოდაზე. მისი სამოსი კარგად არის ცნობილი “ბარსელონას” გულშემატკივრებში და კითხვაზე, მისი აზრით რომელი თანაგუნდელი იცვამს ყველაზე კარგად, მან აღიარა, რომ ეს ლამინ იამალი იყო.
“ბარსელონას” მე-10 ნომერი ასევე ერთ-ერთი მოთამაშეა, რომელთანაც კუნდეს გასახდელში საუკეთესო ურთიერთობა აქვს.
“მე ასევე კარგად ვუგებ ოლმოს, ერიკს, პედრის, ბალდესა და ჟოანს.”
ტიერი ანრის შექება
კითხვაზე, “ბარსელონას” რომელ ყოფილ მოთამაშესთან ერთად ისურვებდა თამაშს, მისი პასუხი იყო ტიერი ანრი.
“მე ძალიან მომწონს მისი მენტალიტეტი და ხარისხი. ის იყო ძალიან სწრაფი და ძალიან კარგი ბურთით, და მას ასევე შეეძლო ცენტრში თამაში. ის იყო სრულყოფილი მოთამაშე”.
მოიხოდე შემდეგი სეზონიდან ისევ
Ნამდვილად ერთ მუშტადაა შეკრული რეალი😁😁😁 ჩუამენის მუშტად
ჩუამენს გაუძუყნია ვალვერდე სავადმყოფოშიაო 😂😂😂😂😂😂
ეგ სირკაცა რო მიძუყნეს ღირსი იყო მოურინიო ფუ მივა მაგ 2ს კარერას და რუდიგერს ააცმევინებს გუნდიდან იდეაში ყველა ნორმალური მწვრთნელი მაგას იზამს
კვირას რო გაიხერხებიან მიზეზიც ექნებათ უკვე წაგების, გუნდში ასეთი სიტუაციაა და რაის კლასიკოს მოვიგებთო :დ მაგათი საშველი არ იქნება არასდროს.
ვალვერდე საავადმყოფოშიაო
ჩუამენს უცემია 🤣🤣🤣🤣🤣
მაგ ს*რს თავში ქონდა ავარდნილი, მამლაყინწასავით გაეჭიმა ეტყობა და მოსვეს. იმდენი უქნიათ, რომ დაუხოციათ ერთმანეთი
ვალვერდეს და ჩუამენის კიდე უჩხუბიათ შიგ აქვთ ძმაო ამათ
ბინძური გუნდი თავისი ბინძური ფეხბურთელებით, არაფერი არ მიკვირს მე. სულ რო 50 ლიგა მოიგონ მაინც არაფერი შეიცვლება, ყველაზე დამპალი და საზიზღარი გუნდია.
რა არის გასაკვირი, ერთმანეთს პროფესიონალებად ჩამოყალიბებული კაცები ეცნობიან, ყველას თავისი თავი გონია ბრძენი. აი ბარსაში კი უმეტესობა ლა მასიაში ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს და მეგობრობაც ნამდვილი აქვთ, არა ისეთი ბენზემა რო თანაგუნდელებს ეუბნებოდა ვინის პასი არ მისცეთო. მოვიდა მბაპე და უფროსობა მოინდომა, გეხსომებათ დერეფანი რო არ გააკეთებინა ჩვენთან სუპერთასზე, და ამას გადაყვა ალონსოც. მოკლედ სად ოჯახი და სად გაბღენძილი მილიონერები, რომლებიც ყველაზე ჭკვიანებად თვლიან თავს.
ათ კაციან გუნდთან რო გაილაღეთო, რატო ვერ მოუგეთ 11 კაციან პსჟ-სო, მადრისისტები გააქტიურებულან :დ ბერნაბაუზეც ათი კაცით იყო რეალი? ზუსტად 2017-ში ტყუილად რო გაუგდეს ბაიერნს ვიდალი და ათ კაციან გუნდთან კიდევ ორი თამაშგარე გაიტანეთ ის ბიჭები არ ხართ თქვენ? და მომდევნო სეზონში მარსელომ ხელბურთი რო ითამაშა, მსაჯები იქავე რო იდგნენ და არ დადეს პენალტი. პატარა ნამუსიც არააქვთ შერჩენილი ბიჯო, ეს რა ხალხია, რეალობასთან ასე აცდენა არ გამიგია.
აბააა…. რაც ბაიერნი მაგ თამაშებში დაიჩაგრა… ისე ბაიერნს სულ ჩაგრავენ მსაჯები როდესაც რეალთან უწევთ თამაში.
რეალი ყველაფერს იზამს კლასიკო მოიგოს ეგღა დარჩათ ცოტა გული რომ გადააყოლონ მაგრამ არის მსოფლიოს ფაქტორი არავის უნდა ტრავმა ახლა😂მე ვფიქრობ ჩვენებმა არ უნდა შეაკლან თავი მთავარია ტრავმების გარეშე ჩაიაროს✌🏻
მბაპე მივიდა თუ არა ტიტული დაენატრათ, არადა სულ გაიძახოდნენ მბაპე მოვა ამას ვიზავთ, იმასო, მბაპესთან ერთად ერთი კლასიკო ძლივს მოგვიგეს შარშან, ისიც იმიტო რო განახევრებული შემადგენლობით ვიყავით, მაგისდამიუხედავად მაგ თამაშის არწაგება თავისუფლად შეიძლებოდა.
ჩემი აზრით თამაშები წინასწარ დაწერილი სცენარით მიდის. უეფამ თავიდანვე იცის ფინალისტების ვინაობა და ასევე გამარჯვებულიც. სირცხვილია ეს ყველაფერი, ფეხბურთი აღარარსებობს. ბაიერნი მსაჯებმა გაწირეს ისევე როგორც ბარსა ატლესთან. თუ ბარსას უფრიალეს წითელი ბარათები მაშინ ეს რა ჩემი ფეხები იყო თუარა წითელი? კაცი საჯარიმოში შედიოდა, ხელს ვეღარავინ უშლიდა და ბურთი აართვეს ხელით. კაცი არ გაუგდეს და პენალი არ დადეს. ბაიერნი მეზიზღება მაგრამ ახლა იმენა გაწირეს.
100% გეთანხმები ძმაო, გაეგდო მენდეში, იყო გასაგდები და ათ კაციანი პსჟ ჩემ ფეხებს მოუგებდა. ის არგუმენტიც სასაცილოა ჩემთვის, ეთამაშა ისე როგორც საჭირო იყოო და მოიგებდნენ :დ ყველა გუნდი თამაშობს ისე როგორც შეუძლია, რახან ბავარიამ გუშინ ვერ ითამაშა ისე როგორც უნდა ეთამაშა მაგის გამო მსაჯს უნდა გაეწირა? იასნია ატლესთან ოლმოზე 100% პენალტი არ დაგვიდეს, შარშან ინტერთან მარტინზე არ იყო ჯარიმა, რო არ გადაამოწმეს ვარზეც კი? უსინდისობაა და უნამუსობა ასეთი რამე. და კიდევ ერთს დავამატებ, კვარას სექტის საყურადღებოდ. თითოეულ ქართველს გვახარებს ხვიჩას წარმატება, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მარა მაგის გამო ყველამ ჩვენს საყვარელ გუნდებზე უარი ვთქვათ და პსჟ-ს ფანები გავხდეთ? რეალში რო გადავიდეს, რა ვქნათ კულეებმა, რეალის ფორმა ჩავიცვად და ჩვენს საყვარელ გუნდზე უარი ვთქვათ? ცოტა აზრზე მოდით მეგობრებო. ახლა არსენალის ფანებისკენ წავა იგივე, ხვიჩა ზედიზედ ორ ლიგას იგებს და არსენალისკენ როგორ ხართო. იმედია როგორც ჩოლოს და ატლეს ჩასჩარეს, ისე ჩასჩრიან ამ დამპალ და აყროლებულ ფულის ტომარა გუნდს, ესაა ჩემი სურვილი.
წელს რაც ფლეიოფებში მსაჯობა იყო სირცხვილია. ჯერ ბარსა დაიჩაგრა ორივე თმაშში, მერე არსენალს უეჭველი პენალი არ დაუდეს ოღონდ საბოლოოდ ორ თამაშში ნაჯახები უფრო დაისაჯენ შეცდომებით და ჩემი აზრით ბაიერნი ორივე თამაშში დაჩაგრეს. ამ დონეზე ასეთი მსაჯობა ფეხბურთს კლავს უბრალოდ. ამ შეცდმობებში თუ ვინმეა დამნაშავე და შემთხვევითობა არ არის მომკალით და პსჟ ს ხელაიფს ვიტყოდი. მაგხელა წონა უეფაში არავის აქვს დღეს დღეობით. არც იმას გამოვრიცხავ რომ შემთხვევითობები იყო, მაგრამ ამდენი შეცდომა პლეიოფეფში მე ნაღდათ არ მახსოვს. აქ დაწერა მეგობარმა ენრიკემ ბარსაში რატომ ვერ მოიგო 2 ლიგაო და არაერთი მიზეზია მაგის. 1) ბარსას ყავდა მესი ნეიმარი და სუარესი მაგრამ არ ყავდა ისეთი მუშა ფეხბურთელები როგორიც დღეს პსჟ ს ყავს კვარათი დაწყებული და ნევეშით დამთავრებული. 2) ბარსას ყავდა საუკეთესო თავდასხმა მაგრამ ასე კარგად დაკომპლექტებული როგორც დღეს პსჟე ნაღდათ არ იყო და მესამე და მთავარი ლიგა რომ მოიგო ზედიზედ თან უნდა ერთი ორჯერ გადამწყვეტ მომენტში გაგიმართლოს აუცილებლად და რამდენიმე სადაო მომენტში მსაჯმა შენ სასარგებლოდ დასტვინოს. გამართლების რა გითხრათ მაგრამ ბაიერნთან ორივე თამაში თუ სადმე სადაო მომენტი იყო თითქმის ყველა პსჟ სასარგებლოდ გადაწყვიტა მსაჯმა. ხოდა მოიგებს კვარა და შეარგოს ღმერთმა
მაგრამ არსენალი საჩუქარი გუნდი ნაღდათ არ არის ფინალში და მე პირადათ სადღაც 60-40% მივცემდი პსჟ ს. ჩვენ რაც შეგვეხება შარშან და წელს გვქონდა შანსი. გაისად ძაან მეეჭვება რაიმე ვქნათ სამწუხაროდ. გაძლიერდება ყველა დიდი გუნდი და ჩვენ რა გვეშველება მაგას ვერ გეტყვით. წაით თქვენს პრეზიდენტს და დეკოს კითხეთ ვის მოიყვანს რაიო ვალეკანოდან, ბორნმუთიდან და ოსასუნადან🥺
კი ბატონო ბაიერნიც დაიჩაგრა, თუმცა მსაჯმა
გაწირაო ვერ ვიტყვი…მსაჯმა გაწირა ბარსა თან ორივე თამაში, მაგას ნამდვილად გაწირვა ქვია, ისედაც ბაიერნზე ისეთი ამბავი ატეხეს მე მგონია, რო ბარსაზე არ ყოფილა ეგ ამბავი…თუმცა მეც დიდი ხანია მგონია უკვე, რომ ფიფა, უეფა მაგარი კორუმპირებულები არიან, თან ეს შეიხები რო მივიდნენ ისეთ გუნდებში როგორებიც პსჟ სიტია რავიცი რაა…ბევრი ფულით უამრავი შესაძლებლობა არსებობს, და არავინ თქვას, რომ დღევანდელი ფეხბურთი ობიექტურიაა…კორუფცია ბრდღვინავს, ვარ იმიტო დანერგეს, რომ შეცდომები მაქსიმალურად შემცირდესო, მგონი პირიქით არი
მენდეში 100% გასაგდები ყოფილა, მეც მეგონა რო ჯერ ლაიმერმა ითამაშა ხელით, გადავამოწმე მომენტი და შევმცდარვარ, ფაქტია მაგის გაგდება პსჟ-ს დაშლა ერთი იქნებოდა. და ყველა გასაოცარი ისაა, რო ვარზეც არ გადაამოწმეს ასეთი მომენტი. საერთოდ ეს ვარი რიღასთვისაა კი მარა დანერგილი? თუ მსგავსი უსამართლობები გაგრძელდება კვლავ კონკრეტული გუნდების წინააღმდეგ, აზრი? და რეალის ფანები იწერებიან ჩვენთან უსამართლოდ რო გავიდნენ, კარმა დაუბრუნდათო. და კამავინგა არ იყო გასაგდები? ბერნაბეუზე ოლისეზე რატო არ დადო ას პროცენტიანი პენალტი, ან ლაიმერზე ეგ არარსებული ჯარიმა საიდან მოიგონა? აქეთ დაიჩაგრა ბაიერნი რეალთანაც და პსჟ-სთანაც ფაქტია.
კი მარა ეგ მაგათი სტილია, ასჯერ იბაზრებენ და ვიღაც 7-8 წლის მერე იფიქრებს რო აი იმ თამაშში დაუჩაგრიათ რეაკიო. არა და რეალურად კიდე ბაიერნი დაიჩაგრა და ჯიგურ გაიტანეს მანდ გასვლა რასაც ჰქვია. პსჟ-ს კიდე არსენალი აზღვევინებს როგორც ატლეტიკოს გაუდოო ჩვენი ცოდვით. დროა ახალმა გუნდმა მოიგოს ლიგა.
კი ძმა, არსენალის დაცვა ძალიან განსხვავდება ბაიერნისგან, არც ნახევარდაცვაა ნაკლები პრინციპში, შეტევასაც არაფერი დაეწუნება პრინციპში თუ ფორმაში იყვნენ. მეთოფეებს რევანში აქვთ ასაღები ეს ერთი და მეორე ტიპებს ლიგა არ აქვთ მოგებული არასდროს, რამხელა შანსი აქვთ რო ისტორიაში პირველად მოიგონ ნანატრი ტიტული, დარწმუნებული ვარ არაფერს დაიშურებენ ამისთვის.
ახლა მოგვცა 25 წლის ანრი, და თუ გინდა 10 კაცით ვითამაშოთ :დ არც ფორვარდი გვინდა და არც მარცხენა ვინგერი ორივე თითონ იქნებოდა :დ ისე კლასიკო თუ მოვიგეთ და რეალის ცხვრიწინ ვიზეიმეთ, ჩავთვლი რო კარგი სეზონი იყო, 2 ტიტული და ჩა..მული მადრიდელები, თუ თეთრი და თუ წითელი მხარე :დ
მი კაი სეზონი გამოვა. თან გავთანაბრდებით რეალთან ოფიციალურრბში. მოიყვანონ ხალხი და ლამინის პერიოდში მაგრად გადავასწრებთ მაგ ქათმებს ურთიერთშეხვედრებში