მოხდა ის, რასაც თითქმის მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა – ძალიან დიდი შანსია, ისტორიაში პირველად, ესპანეთის ჩემპიონის ვინაობა “ელ კლასიკოში” გაირკვეს.
ცოტა ხნის წინ “ესპანიოლისა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირება დასრულდა. მადრიდელების მიერ ქულების დაკარგვის შემთხვევაში იმავე ქალაქში, რომელშიც მატჩი ჩატარდა, სხვა გუნდი ჩემპიონობას იზეიმებდა. თუმცა სტუმრებმა 2-0 იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს რომ, ერთ კვირაში ისტორიული დაპირისპირება გაიმართება.
ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე “ბარსელონა” “რეალ მადრიდს” 11 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ეს გუნდები ერთმანეთს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” შეხვდებიან. ჰანსი ფლიკის გუნდი მოგების ან ფრის შემთხვევაში ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს, “ბლანკოსის” მოგება კი მადრიდელებს თეორიულ შანსს დაუტოვებს.
მივდივარ სტადიონზე 10000% ით!
ნეტა მეც მქონდეს ეგ შანსი არ გავმაზავდი არანაირად ❤️💙👍👍👍
ძალიან კარგია ასე რომ მოხდა. მეც მივფივარ კლასიკოზე და მინდოდა რეალს გუშინ მოეგო რომ ჩემპიონობა კლასიკოზე გვეზეიმა 🙈
უნდა გადავხსნათ
ვამოოოოოს
ეგრეც ველოდი, კარგიაა სეზონის ბოლოს ესეთი მატჩი…იმედი მაქ ეგ მატჩი ტრავმების გარეშე ჩაივლის, მსოფლიოა წინ რაც არ უნდა იყოს…თანნ ესეთი პრინციპული თამაში 😄💙❤️ იმედია ბევრ გოლს ვიხილავთ
რაც საიტი განახლდა აღარ არის აქტიურობა და რატო?
ვერ გაამართლა იმედები.