workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ, ბერნალმა და კრისტენსენმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

რაფინიამ, ბერნალმა და კრისტენსენმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს

“ბარსელონას” ფეხბურთელები, რაფინია, მარკ ბერნალი და ანდრეას კრისტენსენი მოედანს თანდათან უბრუნდებიან.

სამდღიანი დასვენების შემდეგ, ჰანსი ფლიკის გუნდმა ვარჯიში განაახლა და შაბათს “ოსასუნასთან” გასამართი გასვლითი მატჩისთვის მზადება დაიწყო.

ტრავმირებულმა მოთამაშეებმა გუნდთან ერთად სესიის გარკვეული ნაწილი უკვე შეასრულეს. ეს ფაქტი “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბისთვის ძალიან სასიხარულო სიახლეს წარმოადგენს. ბრაზილიელი შემტევის, რაფინიასა და ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზის მოთამაშეების, ბერნალისა და კრისტენსენის სრულად გამოჯანმრთელება სეზონის დასკვნით ეტაპზე გუნდს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ძირითადი გუნდის სხვა წევრებმაც ჩვეულ რეჟიმში მიიღეს.

2 მაისს ჩემპიონატის ლიდერი ლა ლიგის მორიგ შეხვედრას პამპლონაში “ოსასუნასთან” ჩაატარებს. ამ დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, კატალონიელები სანუკვარი ტიტულის ოფიციალურად გაფორმებას კიდევ უფრო მიუახლოვდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (32)

  • GoGokh1a
    GoGokh1a ლეგენდა
    schedule 30 აპრ 2026, 12:46
    #29

    როგორც იქნა ნიკნეიმის შეცვლა დაემატა 12 წელი ამაზე ვოცნებობდი :დ <3

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 30 აპრ 2026, 15:02
      #31

      ისედაც იყო შესაძლებელი, ადმინისთვის უნდა მიეწერა მომხმარებელს.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 30 აპრ 2026, 11:07
    #28

    მაგრად ტეხავს, რომ არსენალსა და ატლეტიკოს შორის რომელიმე გავა ფინალში.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 30 აპრ 2026, 13:51
      #30

      ეგ მეც ვიფიქრე, პსჟ-ბაიერნი სასწაული ფინალი გამოვიდოდა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 30 აპრ 2026, 07:31
    #27

    დღევანდელი ბარსა ორივე ამ საცოდავ გუნდზე ძლიერია. მაგრამ დიდად აღარ მწყდება გული ვერ გასვლაზე, გამოდის იამალის და რაფინიას გარეშე უნდა გვეთამაშა მაინც ნახევარფინალი. აზრი არ აქვს ასე, შემადგენლობის სიღრმეა საჭირო. 12-13 ფეხბურთელი გვყვავს ისეთი, ვინც დონეს დებს, მაგრამ კონკრეტულ პოზიციებზე ფიზიკურად არ გვყვავს შემცვლელები

  • Berlinetta
    Berlinetta ლეგენდა
    schedule 30 აპრ 2026, 04:49
    #26

    ოჰ, მიკა გოცი მონდომებიათ ბიჭებს… რასაც ქვია კოჭებში ატყობენ ტალანტებს, ვინ რა დადგება…

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 30 აპრ 2026, 01:19
    #24

    ალვარესი ჩემი აზრით 80-ზე მეტი არ ღირს არანაირად. თანაც ატლეტიკოდან მოყვანილმა ბარსაში ვერცერთმა ვერ გაამართლა. სორლოტი უფროა ცხრიანი, ვიდრე ეს. ცხრიანი მე ვიცოდი სუარესი. ამ ალვარესის ფასი სუამ 1 გოლი გაიტანა მარტო ქუსლით, გოლი-შედევრი. არც სტაბილურია, ერთს ითამაშებს , ხუთს ჩააგდებს.

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 30 აპრ 2026, 00:52
    #23

    87-ე წუთზე დაარტყა პირველად კარში არსენალმა თამაშიდან, პენალტს არ ვგულისხმობ. უბრალოდ რამხელა უსამართლობაა, რომ ამ ორი სვარშიკი გუნდიდან ერთერთი ფინალში ითამაშებს, მაგრამ ატლეტიკოს გასვლა მაინც არ მინდა.