სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ხოსეპ მარია ბართომეუმ და ანდონი სუბისარეტამ პრეს კონფერენცია გამართეს, სადაც გუნდის ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრეს. “ძალიან უცნაური პრესეზონი იყო” – განაცხადა კლუბის ვიცე–პრეზიდენტმა. “ნადვილად არ მოველოდით, რომ ტიტოსთან დამშვიდობება მოგვიწევდა.” რაც შეეხება სუბისარეტას მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც კმაყოფილია გუნდით.
“აღფრთოვანებული ვარ იმ გუნდით, რომელიც ახლა გვყავს. ფეხბურთელები კარგად გამოიყურებიან. თასებს მუზეუმებში არ ვპოულობთ. ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე და ყველაფერი გავაკეთოთ მათ მოსაპოვებლად…” – განაცხადა ანდონიმ.
მან კარლეს პუიოლზეც ისაუბრა: “მისი აღდგენითი პროცესები კარგად მიდის, კარლესი ჩვენს სამომავლო გეგმებში ნადვილად შედის. ვფიქრობთ, რომ კაპიტანი სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ დაგვიბრუნდება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ამის მიზეზიც გვაქვს.”
მიუხედავად ამისა სუბისარეტამ აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი მიზანი ცენტრალური მცველის შეძენაა, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ამ მხრივ ყოველთვის კარდ ვარიანტს არ გვთავაზობს: “ბარსას” ისტორიაში ცენტრალური მცველის პოხზიცია ყოველთვის პრობლემური იყო.”
სუბისარეტამ სარეზერვო გუნდზეც ისაუბრა: “ვიცით, რომ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. ეუსებიო ამ გუნდისთვის შესანიშნავი კანდიდატურა იყო. ვიმედოვნებ, რომ ლამაზი ფეხბურთის საყურებლად მოედანზე კიდევ უფრო მეტი გულშემატკივარი ივლის.”
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველ გუნდს სამი ფეხბურთელი შეუერთდა (ნეიმარი, სერხი რობერტო, ოიერი), გუნდი დატოვა ხუთმა ფეხბურთელმა (ტიაგო, ფონტასი, აბიდალი, ვილია და მუნიესა) და იჯარის სახით 3 ფეხბურთელი განათხოვრდა (კრკიჩი, რაფინია, დეულოფეუ). საბოლოო ჯამში პირველ გუნდში 25 ფეხბურთელი ირიცხება.