workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უბრალოდ სანდრო როსელი

უბრალოდ სანდრო როსელი

ხშირად ვკითხულობს “ბარსელონას” ფანებისგან სანდრო როსელის მიმართ ნეგატიურ კომენტარებსა თუ შეფასებებს. მე კი ეს ფაქტი უსამართლოდ მიმაჩნია და შევედები სტატიაში ავხსნა რატომ, და რამოდენიმე კულეს მაინც შევავლევინო აზრი. 

 

 

მოღვაწეობა “ბარსელონაში”

 

არევნები 2003 წელს

 

სანდრო როსელი ჟოან ლაპორტას ერთ–ერთი ახლოს მდგომი პიროვნება გახლდათ. 2003 წელს “ბარსელონაში” არევნები გაიმართა პრეზიდენტობის პოსტზე. იოჰან კრუიფის განცხადების შემდეგ (“მე მათ დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ მათი ხელმძღვანელობაში მოსვლით, “ბარსა” ყველა მწვერვალს დაიპყრობს”) ისინი არჩევნების ფავორიტები გახდნენ და გაიმარჯვეს კიდეც. 

 

პირველი წელი “ბარსაში”

 

“ბარსელონას” ახალ ხელმძღვანელობაში სანდრო როსელმა ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ფაქტიურად პრეზიდენტის მარჯვენა ხელი გახდა. მათ კლუბი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაიბარეს – კლუბს ვალი 250 მილიონი ევრო ჰქონდა. 

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი დევიდ ბექჰემის გაფორმება გახლდათ, თუმცა თავად ფეხურთელმა გადაწყვიტა მადრიდის “რეალში” გადასვლა. სწორედ სანდრო როსელის ინიციატივა გამოიჩინა ინიციატივა მოეყვანათ გუნდში ბრაზილიელი რონალდინიო. სანდროს ბრაზილიაში საკმაოდ ძლიერი კონტაქტები ჰქონდა. კატალონიელებს კონკურენციას “მანჩესტერ იუნაიტედი” უწევდა (მათაც სურდათ დევი ბექჰემის წასვლით დატოვებული სიცარიელის ამოვსება), მაგრამ რონალდინიომ ესპანეთში მოღვაწეობა გადაწყვიტა. 

ჯამში როსელმა განაახლა შემადგენლობა და გააკეთა საკმაოდ დიდი ეკონომია:

  • რონალდინიო  – 27 მილი ევრო (ნავლად 50–ისა)
  • რიკარდო კუარეჟმა – 6 მილ. ევრო (ნაცვლად 15–ისა)
  • რაფაელ მარკესი – 5 მილ. ევრო (ნაცვლად 150ისა)
  • ლუის გარსია – 4 მილ. ევრო
  • მარიო – 2.4 მილ. ევრო (ნავლად 7–ისა)
  • რიუშტუ რეჩბერი – თავისუფალი აგენტი
  • ჯოვანი ვან ბრონკხორსტი – თავისუფალი აგენტი

საბოლოო ჯამში კლუბმა ნაცვლად 91 მილიონისა 44,4 მილიონი ევრო დახარჯა, ორჯერ ნაკლები ვიდრე გარემოება ითხოვდა. 

 

წასვლა კლუბიდან

 

“ბარსელონამ” 2003 წელს რევოლუცია განიცადა. კლუბში მოვიდნენ ახალი სახეები, დაიწყეს ინდივიდუალური თუ გუნდური ტიტულების მოგება. სანდრო როსელისა და ჩიკი ბეგირისტიანის დახმარებით “ბარსელონას” 250 მილიონი ევრო შეუგროვდა იუჯეტი, ვალების გარეშე.

სანდრო როსელს სურდა კლუბში მოეყვანა სკოლარი, თუმცა ამის საშუალებას ჟოან ლაპორტა არ აძლევდა. სწორედ ეს გახდა მათ შორის უთანხომების მიზეზი. 

რამდენიმე უსამოვნო განცხადება და 2005 წლის თებერვალში სანდრო როსელმა კლუბი დატოვა. 

წასვლის შემდეგ ის მაინც უჭერდა ჟოან ლაპორტას რამდენიმე ქმედებაში მაგ: პეპ გვარდიოლას დაბრუნება და კონტრაქტი უნისეფთან. 

 

 

2010 წლის არჩევნები 

 

მან 2010 წელს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა პრეზიდენტის პოსტზე. მისი გადაწყვეტილება კი ჟურნალისტებთან ახსნა:” კლუბში სრული მონარქიაა, ხელმძღვანელოა დამოკიდებულია რამდენიმე პიროვნებაზე.”

2010 წლის 13 ივნისს სანდრო როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტი გახდა. 

 

ეკონომიკა

 

როსელს “ბარსელონას” ბიუჯეტი ფაქტიურად განადგურეული დახვდა. დიდი რაოდენობით ვალი, რამდენიმე უსაფუძვლოდ შეძენილი ფეხბურთელი და შემდეგ დაალ ფასად გაყიდული. დღემდე, “ბარსელონა” ვალებს ისტუმრებს და პარალელურად ცდილობს გუნდის გაძლიერებას. ლაპორტამ სახელფასო ჭერი იქამდე გაზარდა, რომ დღეს დღეისობით ფეხბურთელების პრემიები ტურნირის საპრიზო თანხას ასწრებს. ანუ უტიტულობა “ბარსას” ეკონომიკურად აწყობს. 

 

ტრანსფერები

სანდრო ცდილობს შეიძინოს ფეხბურთელი, რომელიც სამომავლოდ კლუბს გამოადგება. აზალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი. დღეს ბაზარზე ფეხბურთელები საკმაოდ ძვირი ღირს (ამას ადასტურებს ნეიმარისა და გარეტ ბეილის ტრანსფერებიც). სანდრო ცდილობს აასრულოს მწვრთნელის ყველა სურვილი ფინანსური შესაძლელობებიდან გამომდინარე. კლუბმა ბოლო რამდენიმე წელიწადში საკმაოდ ძვირიანი ტრანსფერები განახორციელა, ამ თანხის გამომუშავებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე უვალო გუნდს. 

 

დასკვნა

როგორც ხედავთ, სანდრო როსელს “ბარსელონას” თანამედროვე წარსულში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია და ალბათ რამდენიმე მაინც დამეთანხმებით, რომ კატალონიელთა წარმატება და ფინანსური მხარის გაძლიერება დიდ წილად სანდრო როსელის დამსახურებაა. ის ცდილობს შეიძინოს ფეხბურთელი, რომლის შეძენაც “ბარსელონას” ბიუჯეტს შესწევს. ვფიქრობ ცენტრალური მცველის არშეძენის მიზეზი სწორად ავხსენი და დაგანახეთ, რომ სანდრო როსელი ძუნწი და “ბარსელონასთვის” არაკეთილმოსურნე ნამდვილად არაა. ის საქმით ცდილობს დაამტკიცოს, რომ კლუბის წარმატება სურს და ეს გამოსდის კიდეც. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward