workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა ბ–მ” “სარაგოსა” დაამარცხა

“ბარსელონა ბ–მ” “სარაგოსა” დაამარცხა

სეგუნდა დივიზიონის ეგიდით ჩატარებულ მატჩში მონაწილეობა მიიღეს “ბარსელონა ბ–მ” და “სარაგოსამ”. კატალონიელებმა რთულ მატჩსი სამი ქულის მოოპვება მაინც მოახერხეს.

 

შემადგენლობა:

 

“ბარსელონა ბ”: ხორდი მასიპი, სერხი გომესი, პატრიჩი, დანი ნიეტო, დონგუ(76′ სანდრო რამიერსი), ესპინოსა, პლანასი, სანჩესი(82′ სერხი სამპრესი), ბანიაკი, პოლი, რომანი(62′ დავიდ ბაბუნსკი).

“სარაგოსა”: ლეონარდო ფრანკო, მარტი სალვადორი (66′ ხავიერ ბარკერო), რომერო როდრიგესი (54′ ანხელო ენრიკესი), ანხელ პალიალუნგა, ხოსე მარი (62′ ხოსე მოვილია), ხავიერ პარედესი, ალვარო გონსალეს სობერონი, დავიდ კორტესი, ლუის გარსია, პაკო მონტანესი, აბრაამ მინერო. 

 

კატალონიელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. გუნდი ბურთს ფლობდა და ცდილობდა შეეტია ფლანგებიდან, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზებში ფორვარდებს უჭირდათ გოლის გატანა. “სარაგოსა” კი ცდილობდა კონტრშეტევებზე აეგო თამაში და ასე გაეტანა გოლი. “სარაგოსას” ფეხბურთელს კუთხურიდან გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ კატალონელების მეკარემ მასიპმა იყოჩაღა და გუნდი გადაარჩინა. პირველი ტაიმის ბოლოს კი “სარაგოსამ” შეტევები გააძლიერა და ფაქტიურად “ბარსელონა” მხოლოდ დაცვით ტაქტიკაზე გადავიდა. მაგრამ პირველ ტაიმში გოლი არ დაფიქსირდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, რომანს ჰქონდა შესანიშნავი შანსი გაეტანა გოლი. მარჯვენა ფლანგიდან ნიეტომ ჩააწოდა, რომანმა მაკრატელა დაარტყა, მაგრამ ფრანკომ მაინც მოიგერია ბურთი. გოლამდე მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 73–ე წუთზე კი გუნელის პასი დანი ნიეტომ კარგად გამოიყენა და ანგარიში გახსნა. “სარაგოსას” მხოლოდ ერთხელღა მიეცა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ მასიპმა კვლავ ზუსტად ითამაშა, მატჩის ანგარიში კი კატალონიელების სასარგებლოდ 1–0 დასრულდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward