ბარსელონაში დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე ჟორდი ალბამ კუალა ლუმპურის სასტუმროში “მარკას” ჟურნალისტს უმასპინძლა. ფეხბურთელმა ინტერვიუში კლუბის მომავალ გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.
ბოლო სამ წელიწადში თქვენ სამი მწვრთნელი შიცვალეთ, როგორ იმოქმედა ამან თქვენზე?
– ეს ფეხბურთელებისთვის ნამდვილად არაა ადვილი. შარშან ტიტოსა და როურასთან ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, სწორედ ასე არის წელსაც ტატასთან. მიუხედავად ყველაფრისა მაინც აღელვებული ვარ, თუმცა ამასთანავე დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
პიკემ განაცხადა, რომ “ბარსასთვის” მცელის მოძებნა არცთუ ისე ადვილია. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– ვერფერს გეტყვით, რადგან მე ცენტრალიური მცველი არ ვარ და არ ვიცი, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს ცენტრალურ მცველს, ეს ალბათ მწვრთნელების გადასაწყვეტია.
მიგაჩნიათ გამართლებულად გარეთ ბეილის მსგავს ფეხბურთელში 100 მილიონის გადახდა?
– ყველაფერი გუნდზე, მის მოთხოვნილებასა და ღირებულებებზეა დამოკიდებული. მხოლოდ დრო გვაჩვენებს ფეხბურთელის ნამდვილ ფასს და დაგვანახებს იაფი იყო, თუ არა ფეხბურთელში გადახდილი თანხა.
ისეთი კარგი ფეხბურთელისთვისაც როგორიც ბეილია?
– სიმართლე გითხრათ მე ბეილის თამაში არ მინახავს, თუმცა გამიგია, რომ ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა.
თუ ბეილი 100 მლნ ღირს, რა ეღირება ლეო მესი?
– არც ვიცი, რადგან ჩვენ ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლეზე ვსაუბრობთ. ჩვენთვის ის ფასდაუდებელია. თუმცა ყველა კლუბს გააჩნია გარკვეული წესდება, რომლის მიხედვითაც აფასებს ფეხბურთელს. ამა, თუ იმ მოთამაშის ფასსაც სწორედ ეს წესდება განსაზღვრავს.
მესი ნადვილად ყოველ სეზონზე უფრო მეტს აღწევს...
– ის ნომერ პირველია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასთან არც ერთი ფეხბურთელის შედარება არ შეიძლება. მესი დარჩება მსოფლიოში საუკეთესოდ მანამ, სანამ თვითონ ისურვებს ასე.
მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ლა ლიგა მხოლოდ ორი გუნდის ლიგა გახდა?
– უკანასკნელ წლებში ეს ნამდვილად ასეა. მიუხედავად ამისა, ლიგაში არიან სხვა ნადვილად ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდები, ისეთები როგორიცაა მადრიდის “ატლეტიკო”, “ვალენსია” ან “რეალ სოსიედადი” – გუნდები, რომელებიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის იბრძვიან. მართალია უპირატესობას ორი გუნდი ფლობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
რა არის თქვენი მიზანი ამ სეზონზე?
– “ბარსელონა” არის გუნდი, რომელიც ყველა შეჯიბრში ბოლომდე იბრძვის. ლა ლიგა, ესპანეთის სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი – ეს არის იმ ტიტულების ჩამონათვალი რომელთა მოპოვებასაც ვგეგმავთ. ამ ყველაფრის განხორციელება კი ადვილი ნამდვილად არ იქნება.
გასულ სეზონზე თქვენ ლა ლიგა 100 ქულით მოიგეთ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– აშკარაა იქ ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალში კარგად ვერ ვიასპარეზეთ და მეტოქემ ნამდვილად გვაჯობა. რაც შეეხება ლა ლიგას, მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკურად ლიგა უკვე მოგებული გვქონდა მატჩების გამარჯვებებით დასრულებას მაინც განვაგრძობდით.
ისურვებდით, თუ არა, რომ წელსაც შანრშანდელი სეზონის შედეგი გაიმეოროთ?
– ჩვენ შარშან მხოლოდ ლა ლიგა მოვიგეთ, მართალია ამ ჩემპიონატში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია რადგან ის მთელი სეზონის შრომას ასახავს, მაგრამ “ბარსა” არის გუნდი, რომელიც ყველაფრის მოსაგებად იბრძვის. ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალას გვამტებს. ეს სეზონი ნამდვილად განსაკუთრებული იქნება.
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ფავორიტად რჩება?
– “ბაიერნი” მიმნდინარე ჩემპიონია, მათ ჩვენ გასულ წელს გამოგვთიშეს ასპარეზობიდან, მიუხედავად ამისა ლიგაზე სხვა ბევრი კარგი გუნდიც ასპარეზობს.
გსურთ, თუ არა, რომ ფინალში “ბაიერნს” დაუპირისპირდეთ და შური იძიოთ ამ დამარცხების გამო?
– “ბარსელონას” ფეხბურთელებს ერთადერთი რაც გვსურს ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ყველაფერი რაც წარსულში მოხდა დავიწყებას უნდა მიეცეს. თუ ჩვენ გავიმარჯებთ ამის მიზეზი შურისძიება ან რაიმეს დამტკიცების სურვილი ნამდვილად არ იქნება.
ფინალში ვის წინააღმდეგ გამარჯვება უფრო გაგიხარდებათ “რეალ მადრიდის”, თუ “ბაიერნის”?
– ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. არასდროს იცი რა მოხდება. გასულ სეზონზე მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ ელოდა ფინალში “ბორუსიამ” ითამაშა. ჩვენ ერთადერთი რაც გვსურს მოგებაა.
რას ფიქრობთ ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრაზე?
– ჩვენთვის ამ ტიტულის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სეზონის პირველი თასია. წელს არაჩვეულებრივი ოპონენტი გვყავს მადრიდის “ატლეტიკოს” სახით. ამ გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ნამდვილად ბევრი ტიტული მოიგო.
რას ფოქრობთ მაშინ, როდესაც ბურთს აწვდით მესის, ჩავის, ინიესტას, ნეიმარს..?
– ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში ნამდვილად ფუფუნებაა. როდესაც ამ კლუბში გადმოვედი განვაცხადე, რომ ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ მათ არაჩვეულებრივი ადამიანური ღირსებებიც გააჩნიათ.
გაგაკვირვათ, თუ არა ნეიმარის თამაშმა?
– მე მის ვიდეოს კონფედერაციის თასის დაწყებამდე ვუყურე, შემიძლია ვთქვა, რომ ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ბევრი რამის სწავლა მოუწევს.
მოგიხადათ, თუ არა ნეიმარმა ბოდიში კონფედერაციის თასის ფინალის გამო ?
– ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. როდესაც გუნდში ვართ მაშინ ყველაფერს ვივიწყებთ და მხოლოდ ამ გუნდზე ვფიქრობთ.
როგორ შეაფასებდით წლევანდელ ტურს?
– ყველა ტური დამღლელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბარსელონას გარეთაა. თუმცა კლუბის წესები ასე მოითხოვს. მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვარ ყველაფრით რაც მოხდა. საბოლოო ჯამში კი ტური ძალიან სასიამოვნო გამოდგა.