ტატა მარტინოს ფეხბურთელებმა დღეს “ბუკიტ ჯალილის” ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშეს, სწორედ ეს მოედანი უმასპინძლებს ხვალინდელ დაპირისპირებას, სადაც კატალონიელები მალაიზია XI-ს შეხვდებიან. მოედანზე სხვა ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებდა ჟორდი ალბაც, რომელიც ხუთშაბათის ვარჯიშს არ დაესწრო.
დღევანდელი დღის გმირი კი კრისტიან ტელიო იყო, რომელმაც კუალა ლუმპურში გაიგო, რომ ის ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში გამოიძახა. ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლება ტელიოს მოედნის ცენტრში მიულოცეს ახალი ამბავი. ვარჯიშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ფეხბურთელს ნაკრებში გამოძახება სპრტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამაც მიულოცა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ სავარჯიშო სესიას არ დაესწრო პედრო როდრიგესია, ესპანელს ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ტრავმა. რაც შეეხებათ დოს სანტოსსა და ტელიოს, მათ დღეს სრული დატვირთით ივარჯიშეს.
ისევე როგორც ტურის სხვა ვარჯიშებზე, მაყურებლისთვის დღევანდელ ვარჯიშზე დასწრებაც შესაძლებელი იყო. სავარჯიშო სესიას 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, ისინი ოვაციებით ხვდებოდნენ მოედანზე გამოსულ ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა ყველაზე მეტი აპლოდისმენტი მოედანზე ლეო მესის გამოჩენას მოჰყვა.
დღევანდელ ვარჯიშზე მცირედ დაზიანდა ხოსე მანუელ პინტო. მიიღებს თუ არა ფეხბურთელი ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას ეს შაბათ დილით გაირკვევა.
