workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო მზადაა “ბარსელონიდან” წასასვლელად

მასკერანო მზადაა “ბარსელონიდან” წასასვლელად

ბოლო დროის განმავლობაში “ბარსელონა” აქტიურად ინტერესდება მცველის შეძენით. ლურჯ–ბროწეულისფერები დავიდ ლუიზითა და დანიელ აგერით ცდილობენ გაძლიერებას. 29 წლის ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ ის მზადაა კატალონია დატოვოს და სხვა კლუბში გადაბარგდეს.

“ფეხბურთში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. რამოდენიმეჯერ დამირეკეს სხვა კლუბებიდან, თუმცა ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა. პერიოდულად ჩემს მომავალზე ვფიქრობ – “ბარსელონაში” ვთამაშობ, ყოველთვის უნდა ვიბრძოლო ძირითადში ადგილისთვის. თუკი კლუბი წასვლას მომთხოვს, მაშინვე გავაკეთებ ამას” – განაცხადა არგენტინელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ მასკერანოთი დაინტერესებული “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward