workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ფრთიანი კატა” – ანტონი რამალეტსი

“ფრთიანი კატა” – ანტონი რამალეტსი

სამწუხაროდ “ბარსელონა” დღეს კლუბის ნამდვილ ლეგენდას, ყოფილ მეკარე ანტონი რამალეტსს დაემშვიდობა, რომელიც 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ბარსელონაში” გატარებული 16 წლის განმავლობაში რამალეტსმა 5-ჯერ მოიგო ზამორას თასი და გადამწყვეტ როლს ასრულებდა იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც ლა ლიგის ტიტული 6-ჯერ მოიპოვა. სამართლიანია ითქვას, რომ ანტონი რამალეტსი კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს “ფრთიანი კატის” კარიერიდან:

  • ანტონის არა ერთხელ დაუსახელებია მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა მეკარე ყოფილიყო. “ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, ამიტომ სირბილი არ მიყვარდა. ერთ დღეს როდესაც მეგობრებთან ერთად ფეხბურთი უნდა მეთამაშა ყველა შეთანხმდა: “ამ ბიჭს სირბილი არ უყვარს, ამიტომ აჯობებს კარში ჩადგეს. რადგან ის მსუქანია, კარსაც მეტად დაფარავს”
  • ამბობენ, რომ რამალეტსი შესაძლოა პატივმოყავარე ყოფილიყო. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ანტონის ძელთან სარკე ჰქონდა დამაგრებული, რათა თამაშის შემდეგ შეემოწმებინა, თუ როგორ მდგომარეობაში ჰქონდა თმა.
  • კატალონიელმა ჟურნალისტმა ერთხელ დაწერა: “რამალეტსმა ყველა ააცილა”. საქმე იმაშია, რომ მოწინააღმდეგემ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა. მართალია ის ფაქტი, რომ რამალეტსს ყველაზე უსასყიდლო და რთული სამუშაო ჰქონდა. ის “ბარსას” მეკარე იყო.
  • ყოველი მატჩის დაწყების დროს რამალეტსი ერთსა და იმავე რიტუალს იმეორებდა: ის კართან მიდიოდა და ხელს მისალმების ნიშნად მაღლა წევდა, შემდეგ კი ხელთათმანებს ბადის უკან ისროდა.
  • 1954 წელს, როდესაც ანტონი კარიერის მწვრევალზე იმყოფებოდა, ფრანცისკო როვირა-ველეტეს ფილმში სახელად “თერთმეტი წყვილი ბუცი” მიიღო მონაწილეობა. 
  • კარიერის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე რამალეტსმა მიიღო წერილი წარწერით: “შენს გარეშე “ბარსა” ასეთი არ იქნებოდა”. რამალეტსზე ამ წერილმა ძალიან იმოქმედა.
  • 1970 წელს ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგ, ანტონი ბანკში მუშაობდა. “ბარსას” ფანები ამ ბანკში ხშირად მიდიოდნენ მცირე სესხის ასაღებად, რათა თავიან კუმირს გასაუბრებოდნენ. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=IKr7UlvZms4]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward