კარლეს პუიოლს ძალიან სურს პრიმერას მოგება, ამაგრამ ასევე არ ივიწყებს, რომ მეტოქე გადარჩენისთვის იბრძვის. კაპიტანი ბოლო ტურში მძიმე შეხვედრისთვის ემზადება.
მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა და კარლეს პუიოლი კიდევ ერთხელ აწევს პრიმერას თასს ”ბარსელონასთვის”. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა 1997-1998 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც კატალონიური კლუბი ”ნოუ კამპზე” გახდება ჩემპიონი. პუიოლს ასეთი რამ ჯერ არ გაუკეთებია: ”ჩემპიონობა ნამდვილად აღუწერელი მოვლენაა, მაგრამ ”ნოუ კამპზე” გაჩემპიონობა დამატებითი ბონუსი იქნება”.
საბოლოო, მაგრამ ძნელი
”ნოუ კამპზე” თამაშის მიუხედავად, სადაც ”ბარსელონა” ჯერ არ დამარცხებულა, იოლ გასეირნებას არავინ ელოდება. კატალონიაში ჩამოდის გუნდი, რომელიც ”ლა ლიგაში” დარჩენისთვის ყველაფერს აკეთებს. კარლეს პუიოლიც ამავე აზრზეა: ”ძნელი იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც გავარდნის საფრთხეშია. ადვილი თამაში არ არსებობს, მათ შორის არც მომავალი მატჩი.
იფორიის და ამბიციების გაკონტროლება
კარლეს პუიოლმა იცის, რომ ფანები ზედმეტად ემოციურები მივლენ სტადიონზე. კაპიტანი აცხადებს, რომ გუნდი აღელვებული და დაიმედებულია, მაგრამ მისი აზრით, მოგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყეტი ეიფორიისა და ამბიციების გაკონტროლება იქნება.
ნიესტას დაბრუნების შესაძლებლობა
ანდრეს ინიესტა შესაძლოა მხად იყოს კვირას მინდორზე გამოსასვლელად, მაგრამ პუიოლი ამას აცხადებს: ”ჩვენ უნდა ვნახოთ თავს როგორ გრძნობს და მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა, არის თუ არა ინიესტა დამაკმაყოფილებელ ფორმაში. თუ კი, მაშინ ის ითამაშებს. ანდრესი ვარჯიშობს და ყველაფერი კარგად მიდის. ის ნამდვილად იმსახურებს ბოლო ტურში მონაწილეობის მიღებას.”
დანაკლისი: ჩავი
ჩავიმ შესაძლოა ვერ მიიღოს მონაწილეობა კვირის მატჩში, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ყვითელი ბარათი გაასაჩივრა. პუიოლმა იცის, რომ ესპანელი ფლეიმაიკერი უმთავრესი დანაკლისი იქნება: ”ის გადამწყეტი ფეხბურთელია და ძალიან გვინდა, რომ ჩვენთან ერთად გამოვიდეს მინდორზე, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, დარწმუნებული ვარ, ღირსეული ფეხბურთელი შეცვლის.”
პედრო და ვალდესი ნაკრებში
პუიოლი ძალიან ნასიამოვნები დარჩა, იმით რომ, მისი თანაგუნდელები ნაკრებში გამოიძახეს. ისინი ერთად გაემგზავრებიან სამხრეთ აფრიკაში: ”ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ. მწვრთნელი რომ ვიყო, თვალდახუჭული ვენდობოდი ორივეს. ვიმედოვნებ, საბოლოო შემადგენლობაშიც მოხვდებიან.”
კალათბურთელების ქება-დიდება
კაპიტანი ბუსკეტსთან, ჩავისთან, ბოიანთან და პიკეთან ერთად გაემგზავრა პარიზში ევროლიგის ფინალის საყურებლად. კარლეს პუიოლი აღფრთოვანებული დარჩა ჩავი პასკუალის მიერ გაწვრთნილი გუნდის თამაშით: ”ისინი იმსახურებდნენ მოგებას. არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარეს. საუკეთესოები არიან და დაამტკიცეს კიდეც.” პარიზიდან დაბრუნებული მადაგახსნილი კარლესი აცხადებს: ”იმედია, ჩვენ ჩვენს ლიგას მოვიგებთ.”
წყარო: www.fcbarcelona.cat