როგორც ინგლისური ტაბლოიდი “Daily Mail”-ი იტყობინება, “ლივერპულის” თავდასხმელი, ფერნანდო ტორესი შესაძლოა კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს.
როგორც ინგლისელები იტყობინებიან, კატალონიური კლუბი ელოდება სანამ ტორესი გადაწყვეტს, თუ სად დაიწყოს მან ახალი სეზონი. აქტიურად ფეხბურთელით დაინტერესდა ტურინის “იუვენტუსიც” სადაც შესაძლოა “ლივერპულის” თავკაცი, რაფაელ ბენიტესიც ვიხილოთ შემდეგ სეზონში. ამ ორი კლუბის გარდა ტორესით დაინტერესდნენ ისეთი კლუბები, როგორც “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი”.
მაგრამ ფეხბურთელის თქმით, ის დაიღალა ინგლისურ პრემიერ ლიგაში თამაშით და წინაამღდეგი არ იქნებოდა მშობლიურ ესპანეთში დაბრუნებულიყო.